მონოგრაფია Nº 04725 ურეცეპტო
პოტენციატორი
Potenciator
5გ/10მლ 10მლ პერორალური ხსნარი პლასტმასის ამპულა №20
დან51.00 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- l-არგინინი (Arginine)
- მწარმოებელი
- FAES FARMA, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Ars Medica
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5გრ · 10მლ · №20
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
პოტენციატორი ხსნარი ორალური 5გრ 10მლ ამპულა #20
2.55 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗51.00 ₾
60.00 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
პოტენციატორი ხსნარი ორალური 5გრ 10მლ ამპულა #20
2.55 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗51.00 ₾
60.00 ₾
10მლ · 10მლ · №20
-
PSP
პოტენციატორი ხსნ.10მლ N20
3.00 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗59.99 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
გამოშვების ფორმა და
შემადგენლობა
:
10 მლ-იანი დასალევი ამპულები #20
1 ამპულა (10 მლ) შეიცავს 5 გ არგინინის ასპარტატს.
- სხვა კომპონენტებია (დამხმარე ნივთიერებები): სორბიტოლი (E-420) (70% ხსნარი), საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, კარამელის არომატი, კარამელის საღებავი, კალიუმის სორბატი (E-202) მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E-2016), დეიონიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
POTENCIATOR– ის კომპონენტებია ორი ამინომჟავა, არგინინი და ასპარტატი მონაწილეობენ ცილოვანი რეზერვების შევსებაში: ამინომჟავების დეფიციტის მდგომარეობების პროფილაქტიკა, რომელიც გამოწვეულია ცილების არასაკმარისი მიღებით, ვეგეტარიანული დიეტის გამო; უმადობა, გამოჯანმრთელების პერიოდი. არგინინი აუცილებელი სუბსტრატია NO სინთეზისთვის.
ჩვენებები
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
იმუნიტეტის დაქვეითება
გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2
სიმაღლეში ზრდის სტიმულაცია
კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევით გამოწვეული უნაყოფობა
ერექციული დისფუნქცია
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსული ან მეძუძური ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
პოტენციატორი არ მიიღება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგია პოტენციატორ-ის რომელიმე კომპონენტის მიმართ. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე 1 ამპულა ერთხელ დღეში (ექიმის მეთვალყურეობით),
12 წლის ზევით და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 1 საათით ადრე კვებამდე.
მიღების წესი:
1. გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა
2. მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური
3. გადმოაბრუნეთ ამპულა, მოუჭირეთ და შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში.
ამპულის შიგთავსი შეგიძლიათ მიიღოთ ცალკე, ასევე წყალთან ან წვენთან ერთად.
შენახვის პირობები
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს. ნუ შეინახავთ 30 ° C- ზე მაღლა ტემპერატურაზე. პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პოტენციატორი არის ყავისფერი პერორალური ხსნარი, რომელსაც აქვს კარამელის არომატი და წარმოდგენილია პლასტიკის ამპულებში.
თითოეულ შეფუთვაში არის 20 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.