8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02461 ურეცეპტო

პოლკორტოლონი TC

POLCORTOLON TC

აეროზოლი ფლაკონში 30მლ

დან32.72 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
პოლკორტოლონი TC, აეროზოლი ფლაკონში 30მლ
მოქმედი ნივთიერება
tetracyclin (Tetracycline) ტრიამცინოლონი (Triamcinolone)
მწარმოებელი
პოლფა ტარხომინი, პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი

    პოლკორტოლონი აეროზოლი TC 17.3გ

    32.72 ₾

    38.49 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: tetracyclin + ტრიამცინოლონი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ფლ.
ტრიამცინოლონის აცეტონიდი . . . . .10 მგ
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი. . .400 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სპან 85, იზოპროპილის მირისტატი, პროპანის და ბუტანის ნარევი (დრივესოლი 35).

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვის გზით.

03

ჩვენებები

  • მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, ურტიკარია);
  • კანის დაავადებები განპირობებული ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე შერეული ინფექციები (იმპეტიგო, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი, ჰიდრადენიტი, წითელი ქარი და სხვა).
04

მიღების წესი და დოზირება

კანის დაზიანებულ უბანზე აფრქვევენ ნაკადს აეროზოლიდან 1-3 წამის განმავლობაში, ფლაკონი უჭირავთ ვერტიკალურად კანიდან 15-20 სმ-ის დაშორებით.
პროცედურას ატარებენ დღეში 2-4-ჯერ თანაბარი დროის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს. საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.
პოლკორტოლონი თჩ არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიფრთხილით ინიშნება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მხოლოდ დღეში ერთხელ, კანის მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

05

გვერდითი მოვლენები

მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე პერიოდის მანძილზე გამოყენებისას პრეპარატი არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაღიზიანება, პურპურა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფექციური გართულებები, პოსტსტეროიდული სისხლძარღვოვანი პურპურა, ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, კანის სიმშრალე, თმიანობა, პიგმენტაცია, კანის ატროფია და ტელეანგიექტაზიები. ეს მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად, ძირითადად ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტეტრაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია, ამიტომ აეროზოლით დამუშავებული კანის უბნები უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

06

უკუჩვენებები

კანის ინფიცირებული დაზიანებები, მათ შორის ვირუსული, სოკოვანი, კანის ტუბერკულოზი, კანის საფარის ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვაქცინაციის პერიოდი, გლაუკომა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.
ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება, ამიტომ პოლკორტოლონ თჩ ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
არ გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დედის რძით ტრიამცინოლონის აცეტონიდი გარეგანი გამოყენებისას. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე ზომის უბნებზე ხანმოკლე დროის განმავლობაში.
არ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კანზე.

08

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული შეშუპებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, იმუნოსუპრესია.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სახეზე, ვინაიდან მატულობს პრეპარატის შეწოვა და იზრდება გვერდითი მოვლენების (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) განვითარების შესაძლებლობა.
ტეტრაციკლინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სტაფილოკოკების რეზისტენტული შტამების, ასევე ჩანდიდა ალბიცანს–ის რაოდენობის ზრდას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
პრეპარატის თვალებში მოხვედრისას საჭიროა თბილი წყლით გამორეცხვა.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.
პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარს.

09

ჭარბი დოზირება

პრეპარატით მკურნალობისას ჭარბი დოზირება ძალიან იშვიათია. თუმცა პრეპარატის არასწორი გამოყენებისას ან დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის პერიოდში არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია და იმუნიზაცია.

11

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ფლაკონის გათბობა. პრეპარატი არ გამოიყენება ღია ცეცხლის სიახლოვეს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

Tetracycline, 100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

Tetracycline

100მგ ტაბლეტი 20 ტაბლეტი №20

tetracyclin
დან2.91 ₾
ტეტრაციკლინი, 100მგ ტაბლეტი №20

ტეტრაციკლინი

100მგ ტაბლეტი №20

tetracyclin ბორშაგოვსკი, უკრაინა
დან2.95 ₾
ტეტრაციკლინი, 3% მალამო 15გ ტუბი #1

ტეტრაციკლინი

Tetracycline

3% მალამო 15გ ტუბი #1

tetracyclin შტადა, გერმანია
დან3.85 ₾
ფტოროკორტი, მალამო 0.1%: ტუბი 15 გ

ფტოროკორტი

FTOROCORT

მალამო 0.1%: ტუბი 15 გ

ტრიამცინოლონი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან11.31 ₾
პოლკორტოლონი, 4 მგ ტაბლეტი №50

პოლკორტოლონი

POLCORTOLON

4 მგ ტაბლეტი №50

ტრიამცინოლონი ADAMED, პოლონეთი
დან23.99 ₾
ჰემორზონი, 10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

ჰემორზონი

10მგ+5მგ+4მგ/გ მალამო №1

Benzocaine + hydrocortisone butyrate + tetracyclin
დან24.56 ₾
პოზიტონი, (100მგ + 250მგ + 10,000,000 სე)/100გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

პოზიტონი

Positon

(100მგ + 250მგ + 10,000,000 სე)/100გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

Neomycin + ნისტატინი + ტრიამცინოლონი FAES FARMA, ესპანეთი
დან28.05 ₾
დერმისეტი, ხსნარი გარეგანი №1 25მლ

დერმისეტი

ხსნარი გარეგანი №1 25მლ

Salicylic acid + ტრიამცინოლონი ვან ფარმა ინდუსტრიალ კომპანი, საბერძნეთი
დან29.57 ₾
ალდოდერმი, მალამო ტუბი №1 30გრ

ალდოდერმი

მალამო ტუბი №1 30გრ

ფრამიცეტინი + ტრიამცინოლონი ლაბ. ალდო-უნიონი, ესპანეთი
დან35.40 ₾
ტრიამ-დენკი, 40მგ/1მლ 1მლ კუნთში ღრმად შესაყვანი ან ინტრაარტიკულურად ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10

ტრიამ-დენკი

Triam-Denk

40მგ/1მლ 1მლ კუნთში ღრმად შესაყვანი ან ინტრაარტიკულურად ღრმად შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10

ტრიამცინოლონი Fisiopharma S.R.L, იტალია
დან67.17 ₾

ტეტრაციკლინი-EM

TETRACYCLINE-EM

1% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბში

tetracyclin ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.