მონოგრაფია Nº 02456 Rx · რეცეპტით
პმს-ვალაციკლოვირი
pms- VALACYCLOVIR
500მგ კაფსულა #100
- მოქმედი ნივთიერება
- ვალაციკლოვირი (Valaciclovir)
- მწარმოებელი
- Pharma science, კანადა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ვალაციკლოვირი. ჯერ ყველაზე იაფი.
უვირომედი
Uviromed
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციკლოვალი
CYCLOVAL
500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
მიტანგა
MITANGA
500მგ ტაბლეტი#10ტ
ვალტრექსი
VALTREX
500მგ ტაბლეტი #10
ვალაციკლოვირი არპედექსი
500მგ ტაბლეტი №10
ვალაციკლოვირი-APO
1000მგ ტაბლეტი №21
APO-ვალაციკლოვირი
APO- VALACYCLOVIR
500მგ კაფსულა #30
უვირომედი
Uviromed
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი პმს-ვალაციკლოვირი ( pms-VALACYCLOVIR) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდს
ჩვენებები
შემომსალტველი ლიქენის (Herpes zoster) მკურნალობა და პროფილაქტიკა;
1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes simplex) გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
შემომსალტველი ლიქენით (Herpes zoster) გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობისას ჩვეულებრივ ინიშნება 1გ (2კაპლეტი) სამჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექტირება.
გვერდითი მოვლენები
- გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ანორექსია, იშვიათად – ღვიძლის სინჯის მაჩვენებლების ტრანზიტორული გაზრდა;
- თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აზროვნების დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – კომა;
- ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსია;
- იშვიათად – თრომბოციტოპენია, ქლოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ვალაციკლოვირის, აციკლოვირის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პმს-ვალაციკლოვირის გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ჩვილისთვის.
განსაკუთრებული მითითებები
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის პერიოდში აუცილებელი მოხმარებული სითხის რაოდენობის გაზრდა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება ნევროლოგიური გართულებების რისკი პმს-ვალაციკლოვირის გამოყენებისას.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
pms-ვალაციკლოვირის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°), სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.