მონოგრაფია Nº 02449 Rx · რეცეპტით
პმს-ციტალოპრამი
pms- CITALOPRAM
20მგ ტაბლეტი #500
- მოქმედი ნივთიერება
- ციტალოპრამი (Citalopram)
- მწარმოებელი
- Pharma science, კანადა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციტალოპრამი. ჯერ ყველაზე იაფი.
ციტომაქსი
CITOMAX
40მგ ტაბლეტი #28
ადეპრენალი
40მგ/მლ წვეთები №1 15 მლ
ციტომაქსი
CITOMAX
20მგ ტაბლეტი #28
ციტაჰექსალი
CitaHexal
20მგ ტაბლეტი #20
ციტაჰექსალი
CitaHexal
40მგ ტაბლეტი #20
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატი pms-ციტალოპრამი (pms-CITALOPRAM) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ციტალოპრამის ჰიდრობრომიდს.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის დეპრესია, პანიკური მდგომარეობა, ობსცესურ-კომპულსური დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება
Ppms-ციტალოპრამი მიიღება დღეში ერთჯერ. მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 10-20მგ/დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 60მგ-მდე დღეში. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში – 20მგ/დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 40მგ-მდე დღეში.
გვერდითი მოვლენები
- პირის სიმშრალე, გულისრევა;
- ძილიანობა, ტრემორი, ერთეულ შემთხვევებში – კრუნჩხვები;
- გულის შეკუმშვების სიხშირის უმნიშვნელო შემცირება,
- გაძლიერებული ოფლის გამოყოფა
გვერდითი მოვლენები როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა და სუსტად არის გამოხატული. ძირითადად ისინი აღინიშნება პმს-ციტალოპრამის გამოყენების პირველ 2 კვირაში და ცვეულებრივ მნიშვნელოვნად მცირდება დეპრესიით დაავადებული პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პმს-ციტალოპრამის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადგენილი პმს-ციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. პრეპარატის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა თერაპიის პოტენციური სარგებელი დედისთვია აღემატება ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის მოსალოდნელ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით საჭიროა პმს-ციტალოპრამის გამოყენება მინიმალური დოზით.
სუსტი და ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ციტალოპრამის დოზირების რეჟიმის კორექტირება აუცილებელი არ არის. არ არსებობს მონაცემები თირკმლის მძიმე ფორმის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პმს-ციტალოპრამის გამოყენებისას შესაძლოა გულის შეკუმშვების სიხშირის უმნიშვნელო შემცირება, რასაც არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა, მაგრამ პაციენტებში რომლებსაც იმთავითვე აღენიშნებათ გულის შეკუმშვების დაბალი სიხშირე, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს უფრო გამოხატული ბრადიკარდია.
ბავშვებში პმს-ციტალოპრამის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
არ შეიძლება პმს-ციტალოპრამის ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
პმს-ციტალოპრამი მაქსიმალური დოზით სიფრთხილით ინიშნება ციმეტიდინის მაღალი დოზების მიღების ფონზე.
გასათვალისწინებელია, რომ პაციენტებს დეპრესიით უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, რაც შესაძლოა გაღრმავდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების ფონზე. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და მექანიზმების გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მაოს ინჰიბიროტებთან პმს-ციტალოპრამის ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ჰიპერტონული კრიზის განვითარება.
შესაძლოა სისხლის პლაზმაში პმს-ციტალოპრამის კონცენტრაციის შემცირება კარბამაზეპინთან მისი ერთდროული მიღებისას.
სუმატრიპტანისა და სხვა სეროტონინერგული საშუალებების ეფექტი შესაძლოა გააძლიეროს პმს-ციტალოპრამმა მათი ერთდროული მიღებისას.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30oC), მშრალ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.