8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04707 ურეცეპტო

პლეო მიკი (ნატუროპათი)

Pleo Muc (Naturopath)

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

5 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 4.999.95 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

02

ჩვენებები

– გლაუკუმა, კატარაქტა

– კონიუქტივიტი

– მშრალი თვალის სინდრომი

– მოციმციმე სკოტომა

თვისებები

ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს

თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერია – სოკო, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ პათოგენური

ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.

03

მიღების წესი და დოზირება

თითო წვეთის ჩაწვეთება დაავადებულ თვალში დღეში 2-ჯერ

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

მითითებები

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება Notakehl-თან ერთად. არ

გამოიყენება, თუ ფლაკონი დაზიანებული ან გატეხილია.

გამოშვების ფორმები

Mucokehl D5 – წვეთები 5 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში

Pleo Muc – შეფუთვაში 10 ერთჯერადი საწვეთურიანი კონტეინერი მოცულობით 0.5 მლ თითოეული.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.