8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04705 ურეცეპტო

პლეო ალკალა ანტაციდი ფხვნილი (ნატუროპათი)

Pleo Alkala Antacid (Naturopath)

150 გ ფხვნილი

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ხსნარის მომზადებისათვის განკუთვნილი 150 გ ფხვნილი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: Kaliumhydrogencarbonat- 7,8%, Natriumhydrogencarbonat - 78%,

Natriumcitrat- 1,6%

არააქტიური ნივთიერებები: Calcium lactate, sea salt, Silicea, sodium sulbate

02

ჩვენებები

გამოიყენება როგორც რბილად მოქმედი პრეპარატი მომატებული

მჟავიანობით გამოწვეული გულძმარვის

და კუჭის დაავადებების დროს

თვისებები

Alkala N ტუტე ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი

წონასწორობის აღდგენის უნარით ხასიათდება. იდეალურ

შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ბალანსი

წონასწორობაშია. დღეისათვის, სულ უფრო ხშირად აღინიშნება

მჟავე არესკენ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის გადახრა, ამის მიზეზი

ჩვენი ცხოვრების და გარემოს პირობებია. კუჭის და ნაწლავის

არეში მომატებული მჟავიანობის პირველი ტიპიური ნიშნებია:

გულძმარვა, მჟავე ბოყინი, მუცლის შებერვა და ა.შ. მჟავიანობის

მატება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევის თანმხლები

მოვლენაა, რომელმაც უჯრედის გადაგვარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

03

მიღების წესი და დოზირება

1 საზომი კოვზი (გადასწორებული) Pleo Alkala Antacid-ის ფხვნილი

(3 გ) იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღება მთელი დღის

განმავლობაში ყლუპებით. Pleo Alkala Antacid-ის და სხვა სამკურნალო

საშუალების მიღებას შორის პრინციპულად დაცული

უნდა იქნას 1-დან 2 საათამდე დროის ინტერვალი.

გვერდითი მოქმედებები

Pleo Alkala Antacid-ის მიღების შემდეგ, ხშირად, კუჭის გადავსების

გრძნობა და ბოყინი აღინიშნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ

შესაძლებელია ხელი შეუწყოს თირკმლებში მაგნიუმის და კალციუმის

ფოსფატური კენჭების წარმოქმნას.

უკუჩვენებები არ შეიძლება Pleo Alkala Antacid-ის მიღება კუჭის დაბალი მჟავიანობის,

მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების (ალკალოზის),

კალიუმის უკმარისობის და ნატრიუმის დაბალი შემცელობის

დიეტის დროს.

04

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობის პირველი 3 კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღება

რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები,

ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას

არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზა შეირჩევა ასაკის შესაბამისად.

კუჭის პერფორაციის საშიშროების გამო მჟავათი კუჭის ქიმიური

დამწვრობის დროს Pleo Alkala Antacid-ის მიღება არ შეიძლება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

Natriumhydrogencarbonat-ი შეუთავსებელია სამკურნალო საშუალებების

დიდ ნაწილთან. Pleo Alkala Antacid-ის მიღების დროს

შარდის და კუჭის წვენის pH-ის მომატებულმა დონემ შესაძლოა

გავლენა მოახდინოს სუსტი მჟავების და ტუტეების რეზორბციასა

და გამოყოფაზე. ფუნქციური ზემოქმედება შესაძლებელია

გლუკო- და მინერალოკორტიკოიდებთან, ანდროგენებთან, კალიუმშემნახავ

დიურეტიკებთან.

გამოშვების ფორმები

150 გ ფხვნილი, საზომი კოვზი და შარდის pH-ის ინდიკატორი შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.