8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02436 Rx · რეცეპტით

პირფალინი

PIRFALIN

თვალის წვეთები ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი. 1 ფლაკონი და გამხსნელის 7მლ-იანი ფლაკონი

პირფალინი, თვალის წვეთები ლიოფილიზირებული ფხვნილი და გამხსნელი. 1 ფლაკონი და გამხსნელის 7მლ-იანი ფლაკონი
მოქმედი ნივთიერება
Pirenoxine sodium
მწარმოებელი
ფარმიგეა, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
ფარმიგეა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

კატარაქტა

02

მიღების წესი და დოზირება

1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღეში, ექიმის რეცეპტის მიხედვით.
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია

შუშის ფლაკონს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით, ქვემოდან ზემო მიმართულებით
გამხსნელის ფლაკონის გახსნის შემდეგ პლასტმასის ფლაკონის საწვეთური თავსდება მინის ფლაკონის საცობის ნახვრეტში
პლასტმასის ფლაკონს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე, სანამ მთელი სითხე მინის ფლაკონში არ გადაისხმევა. შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა, ფლაკონების განცალკევების გარეშე
ხსნარის პლასტმასის ფლაკონში გადასასხმელად შეწყვილებული ფლაკონები უნდა გადაბრუნდეს, ქვემოთ მოქცეულ პლასტმასის ფლაკონს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს და შემდეგ გაეშვას, ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე
ამგვარად, დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ფლაკონშია და მზადაა გამოყენებისათვის, როგორც თვალის ჩვეულებრივი წვეთები
გამოყენების შემდეგ პლასტმასის ფლაკონს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ.

03

გვერდითი მოვლენები

თვალის ლიოფილიზირებული წვეთების ფორმით პირენოქსინი ჩვეულებრივ კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

04

უკუჩვენებები

ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა

05

განსაკუთრებული მითითებები

მიღება საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს.

06

შენახვის პირობები

პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 15 დღის განმავლობაში, ინახება გრილ ადგილას
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.