მონოგრაფია Nº 02427 ურეცეპტო
პიმაფუცინი
PIMAFUCIN
2% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
- მოქმედი ნივთიერება
- Natamycin
- მწარმოებელი
- Temmler Italia S.r.l., იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Natamycin. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატამიცინი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილეთერული ბოჭკო, დეცილოლეატი (ცეტიოლ V), ნატრიუმის ლაურილსულფატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ცეტოსტეარილის სპირტი, სტერილური წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატამიცინი - პრეპარატის მოქმედი ნივთიერება წარმოადგენს ფუნგიციდური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პოლიენურ ანტიბიოტიკებს. ნატამიცინი აკავშირებს უჯრედის მემბრანის სტეროლებს, არღვევს რა მის მთლიანობას და ფუნქციას, რაც იწვევს მიკროორგანზიმების სიკვდილს. ნატამიცინის მიმართ მგრძნობიარეა პათოგენური საფუარა სოკოების უმრავლესობა, განსაკუთრებით Candidia albicans, ზოგიერთი უმარტივესი (T. vaginalis). ნაკლებად მგრძნობიარეა დერმატოფიტები. ნატამიცინის მიმართ რეზისტენტობა საფუარის სოკოებს შორის კლინიკურ პრაქტიკაში არ გვხვდება.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
ჩვენებები
კანის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით, მათ შორის:
- ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ბალანოპოსტიტი, რომლებიც გამოწვეულია უმთავრესად Canida სოკოებით.
- კანის ფრჩხილების კანდიდოზი
- სოკოებით პირველადად გამოწვეული ან კანდიდოზით გართულებული გარე ყურის ოტიტი
- დერმატომიკოზები.
მიღების წესი და დოზირება
ვულვიტის, ვულვოვაგინიტის, ბალანოპოსტიტის დროს კრემის დადება ხდება დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. Candida albicans- ით გამოწვეული ვულვიტის, ვულვოგანიტის რეგულარული მკურნალობისას, პიმაფუცინი ინიშნება დამატებით ტაბლეტების ან ვაგიანლური სანთლების სახით.
დერმატომიკოზების დროს (მათ შორის კანის და ფრჩხილების კანდიდოზები, ბავშვებში კანის ნაკეცების გაღიზიანებისას) კრემი დაიტანება კანის და ფრჩხილების დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). გარეთა სასმენი მილის მიკოზის დროს დაზიანებულ უბანზე უსვამენ დღეში 1-ჯერ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოხდეს ყურის გასუფთავება. პრეპარარტის გამოყენების შემდეგ სასმენ გასავალში ათავსებენ ბუნებრივი მასალის (ბამბა, შალი) ტამპონს.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. Dდაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღეს.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია მსუბუქი დაზიანება, წვის შეგრძნება პრეპარატის დადების ადგილას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
პიმაფუცინის გამოყენება შეასძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ნაყოფზე არარსასურველი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
პიმაფუცინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსბობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით (II ჯგუფი).
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 07.05.2015
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.