8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02419 ურეცეპტო

ფიტინი

Phytin

250 მგ ტაბლეტი #40

დან14.29 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფიტინი, 250 მგ ტაბლეტი #40
მოქმედი ნივთიერება
phytin[ca (Phytin)
მწარმოებელი
სოფარმა, ბულგარეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
სოფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ფიტინი 0.25გ #40ტ *

    0.36 ₾ / ც. × 40

  • PSP

    ფიტინი - Phytin 0.25გ 40 ტაბლეტი

    0.36 ₾ / ც. × 40

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ფიტინი 250მგ , ლაქტოზას მონოჰიდრატი 110მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ოპადრაი თეთრი.

დანიშნულება: წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის და სტრესის დაძლევაში, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ფიტინი-ს დადებითი ეფექტები დაკავშირებულია ინოზიტოლთან, რომელიც წარმოიმქნება ფიტინის ნაწლავებში გადამუშავების შედეგად. ფიტინი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არა ფარმაცევტულ პრეპარატს!

გამოიყენება სქესობრივი ფუნქციების და ცნს-ის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და განვითარებას (ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კარიესი, რაქიტი, მოტეხილობა და სხვა) და აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას. დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. გამოიყენება კუნთოვანი ჰიპოტროფიის დროს.

რეკომენდებული დოზირება: მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. 2 დან -6 წლამდე ასაკის ბავშვები - 1-2 ტაბლეტი, ხოლო 6 წელს ზევით ასაკის ბავშვები 2-4 აბი დღეში. ფიტინის მიიღება საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან კვებებს შორის შუალედში რამდენიმე კვირის განმავლობაში.

რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!

არ გამოიყენოთ როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!

02

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.