მონოგრაფია Nº 02417 Rx · რეცეპტით
ფიზიოტენზი
Physiotens
0.2მგ შემოგარსული ტაბლეტი №14
დან16.53 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- მოქსონიდინი (Moxonidine)
- მწარმოებელი
- Solvay Pharma, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- იმიდაზოლინური რეცეპტორების სელექტიური აგონისტები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ფიზიოტენზი ტაბლეტი 0.2მგ #14
1.18 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗16.53 ₾
19.45 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ფიზიოტენზი ტაბლეტი 0.2მგ #14
1.18 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗16.53 ₾
19.45 ₾
-
ავერსი
ფიზიოტენზი 0.2მგ #14ტ
1.39 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗19.40 ₾
-
PSP
ფიზიოტენზი - Fiziotenz 0.2მგ 14 ტაბლეტი
1.39 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗19.45 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მოქსონიდინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ფიზიოტენზი
Physiotens
0.4მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
ტენზინორმი
0.2მგ 20 ტაბლეტი №20
მოქსონიდინი სტადა
0.4 მგ 30 ტაბლეტი №30
ტენზიდინი
0.2მგ ტაბლეტი №30
მოქსიტენზი
0.2მგ ტაბლეტი №28
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება ( სად ) :
მოქსონიდინი
მრგვალი , ორივე მხრიდან ამობურცული შემოგარსული ტაბლეტი .
0,2 მგ დოზის ტაბლეტები - მკრთალი ვარდისფერი , ერთ მხარეზე ,,0,2’’ გრავირებით .
0,3 მგ დოზის ტაბლეტები - ვარდისფერი , ერთ მხარეზე ,,0,3’’ გრავირებით .
0,4 მგ დოზის ტაბლეტები - მოყავისფრო - ვარდისფერი , ერთ მხარეზე ,,0,4’ გრავირებით .
ტეხილზე ტაბლეტი არის თეთრი ფერის .
შემადგენლობა
0,2 მგ დოზის 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერება : მოქსონიდინი 0,2 მგ .
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,80 მგ , პოვიდონი – 0,70 მგ , კროსპოვიდონი – 3,00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 0,30 მგ .
გარსი : ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა - 1,20 მგ , მაკროგოლი – 0,25 მგ , სალმანდი – 0,9975მგ , საღებავი რკინის წითელი ოქსიდი ( E 172)-0,0025 მგ , ტიტანის დიოქსიდი ( E 171)- 1,25 მგ .
0,3 მგ დოზის 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერება: მოქსონიდინი 0,3 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,70 მგ , პოვიდონი – 0,70 მგ , კროსპოვიდონი – 3,00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 0,30 მგ .
გარსი : ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა - 1,20 მგ , მაკროგოლი – 0,25 მგ , სალმანდი – 0,975მგ , საღებავი რკინის წითელი ოქსიდი ( E 172)-0,025 მგ , ტიტანის დიოქსიდი ( E 171) - 1,25 მგ .
0,4 მგ დოზის 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს :
აქტიური ნივთიერება: მოქსონიდინი 0,4 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95,60 მგ , პოვიდონი – 0,70 მგ , კროსპოვიდონი – 3,00 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 0,30 მგ .
გარსი : ჰიპრომელოზა – 1,30 მგ , ეთილცელულოზა - 1,20 მგ , მაკროგოლი – 0,25 მგ , სალმანდი – 0,875მგ , საღებავი რკინის წითელი ოქსიდი ( E 172)-0,125 მგ , ტიტანის დიოქსიდი ( E 171)- 1,25 მგ .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქსონიდინი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს. მოქსონიდინი ხასიათდება მაღალი აფინურობით ცენტრალური იმიდაზოლინური I ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ (I1რეცეპტორები) და ნაკლები შეკავშირების უნარით პრესინაფსურ ალფა-2-ადრენორეცეპტორებთან. ცენტრალური იმიდაზოლინური I1-რეცეპტორების სელექტიური სტიმულაცია იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის ცენტრალური და პერიფერიული ტონუსის შემცირებას. პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ასევე კავშირშია რენინანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის პრესორული აქტივობის შემცირებასთან. სისხლის პლაზმაში კატექოლამინების დონის შემცირება და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის ინჰიბირება იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას და ხელს უშლის ნატრიუმის და სითხის შეკავებას ორგანიზმში.
თერაპიული დოზით და ხანგრძლივი მიღებისას პრეპარატი არ მოქმედებს ჰემატოლოგიურ მაჩვენებლებზე, ელექტროლიტურ ბალანსზე, ნახშირწყლების და ლიპიდურ ცვლაზე, არ იწვევს მოხსნის სინდრომს.
პრეპარატის მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება 2-4 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათზე მეტია.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება მოქსონიდინის 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (200 მკგ მოქსონიდინის მიღების შემდეგ) აღინიშნება 30-180 წუთის განმავლობაში და შეადგენს 1-3 ნ გ/მლ; მოქსინიდინი თითქმის არ ექვემდებარება ღვიძლში „პირველადი გასვლის“ ეფექტს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 88%-ს. საკვების მიღება არ მოქმედებს მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი აღინიშნება 2-4 საათის შემდეგ.
განაწილება:
სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 7%-ს.
მეტაბოლიზმი:
მოქსონიდინის ძირითადი მეტაბოლიტებია - 4.5-დეჰიდრომოქსონიდინი და გუანიდინის წარმოებულები.
ელიმინაცია:
ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. 24 საათის განმავლობაში მოქსონიდინის 90% ელიმინირდება თირკმელებით, 70% გამოიყოფა უცვლელი სახით.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობა იწყება დოზით 200 მკგ ერთხელ დღეში დილით. ჰიპოტენზიური ეფექტის უკმარისობის შემთხვევაში 3 კვირის შემდეგ დოზა იზრდება 400 მკგ-მდე/დღეში. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება 400 მკგ ერთხელ დღეში ან 200 მკგ 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 400 მკგ, ხოლო დღეღამის - 600 მკგ.
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 30-60 მლ/წუთში, ინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზა 200 მკგ; მაქსიმალური დოზაა - 400 მკგ. პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით.
გვერდითი მოვლენები
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მკურნალობის პირველ დღეებში შესაძლებელია პირის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოხატულება მცირდება მკურნალობის მიმდინარეობისას.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* სინოაურიკულური ბლოკადა ან ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
* ბრადიკარდია მოსვენებით მდგომარეობაში 50-ზე ნაკლები გულის სიხშირით;
* ავთვისებიანი არითმიები;
* გულის ქრონიკული უკმარისობა IV ხარისხის NYHA კლასიფიკაციის მიხედვით;
* მძიმე კორონალური უკმარისობა;
* არასტაბილური სტენოკარდია;
* ღვიძლის მძიმე დაზიანება;
* თირკმელების უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წუთში ნაკლები და კრეატინინის კონცენტრაციით სისხლის პლაზმაში 1.8 მგ-ზე მეტი;
* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
♦ მოქსონიდინი არ ინიშნება შემდეგი თანმხლები დაავადებების ფონზე: ხანგამოშვებითი კოჭლობის, რეინოს დაავადების, პარკინსონის დაავადების, ეპილეფსიის, გლაუკომის, დეპრესიის დროს, რადგანაც ამ შემთხვევაში არ არის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
♦ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით აუცილებელია რეგულარული კონტროლი არტერიული წნევაზე, გულის შეკუმშვის სიხშირეზე და ეკგ-ზე.
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში და მოზარდებში 16 წლამდე, რადგანაც არ არის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
ტრანსპორტის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრირებას:
აუცილებელია ექიმის მიერ რეგულარული კონტროლი. ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, რაც დგინდება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით მიღებულ პრეპარატზე.
ჭარბი დოზირება
აღწერილია რამდენიმე შემთხვევა პრეპარატის მიღებისას დოზით 2 მგ/დღეში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნებოდა.
სიმპტომები: თეორიულად შესაძლებელია განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატული კოლაფსი, ბრადიკარდია, პირის სიმშრალე;
გამონაკლის შემთხვევაში - ღებინება, არტერიული წნევის პარადოქსული მომატება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია, რომელიც მიმართულია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. ჭარბი დოზირების შემთხვევაში სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. ფენტოლამინი ნაწილობრივ ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
- მოქსონიდინის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოხდეს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროული გამოყენებისას, თუ მოქსონიდინის მოხსნა წარმოებს პირველ რიგში, შესაძლებელია მოხსნის სინდრომის განვითარება (რეკომენდებულია ჯერ ბეტა-ბლოკატორების მოხსნა, ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ - მოქსონიდინი მოქსონიდინი ს.).
- მოქსონიდინის ერთდროული გამოყენებისას სედატიურ და საძილე საშუალებებთან, ეთანოლთან, ეთანოლშემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია მათი დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.