მონოგრაფია Nº 02390 Rx · რეცეპტით
პენესტერი
Penester
5მგ ტაბლეტი #30
- მოქმედი ნივთიერება
- Finasteride
- მწარმოებელი
- Zentiva, ჩეხეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- Zentiva
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ფინასტერიდი . . . . . . 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი 30, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, ნატრიუმის დოკუზატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, დიმეტიკონის ემულსია SE2, რკინის ოქსიდი ყვითელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფინასტერიდი სინტეტიკური 4-აზასტეროიდული ნაერთი, სტეროიდული 5-ალფა რედუქტაზას - შიდა უჯრედული ფერმენტის - კონკურენტული და სპეციფიური ინჰიბიტორი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის აქტიურ ანდროგენ 5-დიჰიდროტესტოსტერონად (გჰტ). წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ზრდა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარება განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნით. პრეპარატის ზემოქმედებით ხდება დიჰიდროსტერონის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად შემცირება როგორც სისხლის პლაზმაში, ასევე ჯირკვლის ქსოვილში. ფინასტერიდი არ უერთდება ანდროგენულ რეცეპტორებს.
პრეპარატის გამოყენების შედეგად ხდება წინამდებარე ჯირკვლის ზომების შემცირება, მცირდება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების გამოხატულობის დაქვეითება.
პრეპარატი არ მოქმედებს პლაზმის ლიპიდების კონცენტრაციაზე, ასევე სისხლის პლაზმაში კორტიზოლის, ესტრადიოლის, პროლაქტინის, თირეოტროპული ჰორმონის, თიროქსინის შემცველობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება: პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ფინასტერიდი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 80% და დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში პრეპარატის შიგნით მიღებიდან.
პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს დაახლოებით 90%.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფინასტერიდი მეტაბოლიზირდება ღვიძლით და გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში 6 საათს შეადგენს, 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შესაძლოა 8 საათამდე გაგრძელდეს.
ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (წინამდებარე ჯირკვლის ზომების შესამცირებლად, შარდის გადინების მაქსიმალური სიჩქარის გაზრდისთვის და ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამცირებლად, შარდის მწვავე შეკავების და ამასთან დაკავშირებული ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობის რისკის შემცირება).
სიფრთხილით – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით, 5 მგ ერთხელ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. თერაპიის ხანგრძლივობა მისი ეფექტურობის შეფასებამდე უნდა იყოს არა ნაკლებ 6 თვე. ავადმყოფთა თითქმის 50% კლინიკური სიმპტომების გაქრობა ხდებოდა 12 თვის განმავლობაში მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება და ეაკულატის მოცულობის შემცირება. გვერდითი ეფექტების სიხშირე არ აღემატება 3-4% და მცირდება მკურნალობის პროცესში. რიგ შემთხვევებში აღინიშნა მალუტეინიზირებელი და ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონების და ტესტოსტერონის კონცენტრაციის გაზრდა დაახლოებით 10%, მაგრამ ეს მაჩვენებლები ნორმალურ ზომების ფარგლებში რჩებოდა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ფინასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, საშარდე გზების ობსტრუქცია, ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სტიმულირება, როგორიცაა ინფექციური პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ურეტრის სტრიქტურა, საშარდე ბუშტის ჰიპოტონია და შარდის გამოყოფის სისტემის მხრივ რიგი ცვლილებები, რომლებიც ვითარდება ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ვინაიდან ფინასტერიდის მიღებისას აღინიშნება პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის შემცირება (41% და 48% თერაპიის დაწყებიდან 6 და 12 თვეებისათვის), თერაპიის პროცესში პერიოდულად აუცილებელია პაციენტების გამოკვლევის ჩატარება მათში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსარიცხად.
მშობიარობის უნარის მქონე ასაკის და ორსული ქალები უნდა მოერიდონ პრეპარატ პენესტერის დანაწევრებულ ტაბლეტებთან კონტაქტს, ვინაიდან პრეპარატის ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის დათრგუნვის უნარს შეუძლია გამოიწვიოს სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა მამრობითი სქესის ნაყოფში.
პენესტერის ტაბლეტები დაფარულია აპკოვანი გარსით და მათთან ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, თუ ისინი დაფხვნილი არ არის და დარღვეული არ არის მათი მთლიანობა, კონტაქტი აქტიურ ნივთიერებასთან გამორიცხულია.
ჭარბი დოზირება
ამჟამად ჭარბი დოზის შემთხვევბის შესახებ ცნობები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ არის.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
R 003010 09.08.07
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.