8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04684 ურეცეპტო

პეფრაკელ D6 ამპულები (ნატუროპათი)

Pefrakehl D6 (Naturopath)

1.0 მლ ამპულა N10 და N50

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: Candida parapsilosis D6-ის 1 მლ წყალხსნარს HABის მე-5ბ და მე-11 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, NaCl

02

ჩვენებები

– ნაწლავების ნებისმიერი მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების, გენიტალური მიკოზების სახით

– პირის და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი, კბილის გრანულომა

– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი

– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები

– ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმბიოზის აღსადგენად

თვისებები

Pefrakehl მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-საგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით, პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებს (რომლებსაც მიეკუთვნება ეს საფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, მაგრამ მათი დათრგუნვა

მიზანშეწონილი არ არის, რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება, რაც დაავადებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს გვმატებს, რომ დავადებას მოვარჩენთ.

03

მიღების წესი და დოზირება

შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ ი.მ., კანქვეშ, კანში ან ი.ვ.

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

04

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის

მითითება

ნებისმიერი ხასიათის ტკივილის არსებობის დროს რეკომენდირებულია ყოველი ინექციის შეყვანა ნარევის – 2 მლ Sanuvis– სახით (მარჯვნივმბრუნავი რძემჟავა, პოტენცაკორდი). რეკომენდირებულია მტკივნეული ადგილის ლოკალური ინფილტრაცია. რეკომენდირებულია, ასევე, დამატებითი დრენაჟული მკურნალობა.

Candida parapsilosis წარმოადგენს, ასევე კომბინირებულ პრეპარატ Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას.

გამოშვების ფორმები

1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.