მონოგრაფია Nº 04683 ურეცეპტო
პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)
Pefrakehl D5 (Naturopath)
წვეთები 10 მლ
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida parapsilosis D5-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენებები
– ნაწლავების ნებისმიერი მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების, გენიტალური მიკოზების სახით
– პირის და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი, კბილის გრანულომა
– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი
– ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები
– ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სიმბიოზის აღსადგენად
თვისებები
Pefrakehl-ი მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-საგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით, პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებს (რომლებსაც მიეკუთვნება ეს საფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, რომელთა დათრგუნვა
მიზანშეწონილი არ არის. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება და დაავადებასთან დაკავშირებით გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ დავადებას მოვარჩენთ.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება დღეში ერთხელ 8 წვეთი, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული მკურნალობისას იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, კვირაში 2-ჯერ 5-10 წვეთი
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
Candida parapsilosis წარმოადგენს ასევე კომბინირებული პრეპარატის – Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.