8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02329 ურეცეპტო

ოქსოლინი

Oxoline

0.25% ნაზალური მალამო 10გ ტუბში

ოქსოლინი, 0.25% ნაზალური მალამო 10გ ტუბში
მოქმედი ნივთიერება
Oxoline
მწარმოებელი
შტადა, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მალამო შეიცავს:
ტეტრაოქსოტეტრაჰიდრონაფტალინი , ანტივირუსული საშუალება.

არწერილობა: ღია ყვითელი ფერის მალამო, გარეგანი ნაზალური გამოყენებისათვის

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

გააჩნია ვირუციდული აქტივობა, გრიპის ვირუსთან ურთიერთქმედების შედეგად. ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის გამრავლებას. ეფექტურია უბრალო ჰერპესის, საშიში ჰერპესის ვირუსების დროს, ადენოვირუსის დროს. მალამოს არ გააჩნია ტოქსიური და ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედება

03

ჩვენებები

მალამო გამოიყენება გრიპისა და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდა და საპროფილაქტიკოდ.

ვირუსული ან სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის დერმატოზების სამკურნალოდ ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენის , საშიში ლიქენის, მეჭეჭების, კონტაგეოზური მოლუსკის, დიურინგის ჰერპეტოფორმული დერმატიტის , ქიცვისებრი ლიქენის დროს.

04

უკუჩვენებები

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა

05

მიღების წესი და დოზირება

უბრალო და საშიში ჰერპესის , კონტაგიოზური მოლუსკის დროს 3% ოქსოლინის მალამო ინიშნება დღეში 2–3 ჯერ დღეში. მეჭეჭების მოსაშორებლად მეჭეჭებზე წაისვით მალამო დღეში 2–3 ჯერ 2 კვირა– 2 თვე.ზემოდან იდებენ ქაღალდს.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება ოქსოლინის ნაზალური მაზი. ყოველდღიურად 2–3 ჯერ დღეში დაიტანება ცხვირის ლორწოვანზე.

ვირუსული რინიტის მკურნალობა: ცხვირის ლორწოვანზე დაიტანება 0,25% –იანი მაზი 2–3 ჯერ დღეში, 3–4 დღის განმავლობაში.

თვალის ვირუსული დაავადებები: 0,25% მაზი ოქსოლინი დაიტანება ქუთუთოზე , ძილის წინ

06

გვერდითი მოვლენები

კანის წვა და ქავილი

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 გრამიანი 0,25 % ტუბი, მაზი

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.