8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02269 Rx · რეცეპტით

ოლზაპი

OLZAP

10მგ ტაბლეტი #30

დან84.51 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ოლზაპი, 10მგ ტაბლეტი #30
მოქმედი ნივთიერება
ოლანზაპინი (Olanzapine)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ოლზაპი ტაბლეტი 10მგ #30

    2.82 ₾ / ც. × 30

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ოლზაპი ტაბლეტი 10მგ #30

    2.82 ₾ / ც. × 30

  • PSP ყველაზე იაფი

    ოლზაპი - Olzap 10მგ 30 ტაბლეტი

    2.82 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ოლანზაპინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ოლანზაპელი, 2.5 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპელი

OLANZAPEL

2.5 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან23.35 ₾
ოლანზაპინი ნოლიანი, 10მგ ტაბლეტი №28

ოლანზაპინი ნოლიანი

10მგ ტაბლეტი №28

ოლანზაპინი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან50.40 ₾
ეგოლანზა, 10მგ ტაბლეტი №28

ეგოლანზა

10მგ ტაბლეტი №28

ოლანზაპინი ეგისი, უნგრეთი
დან53.80 ₾
ოლანზაპელი 5მგ, 5 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპელი 5მგ

OLANZAPEL 5 mg

5 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან53.81 ₾
რექსეპი, 5 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 28

რექსეპი

Rexep

5 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 28

ოლანზაპინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან53.81 ₾
ზოლაფრენი, 5მგ; 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზოლაფრენი

Zolafren

5მგ; 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ოლანზაპინი ADAMED, პოლონეთი
დან57.65 ₾
ოლზაპი, 5მგ ტაბლეტი #30

ოლზაპი

OLZAP

5მგ ტაბლეტი #30

ოლანზაპინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან57.65 ₾
ოლანზაპელი 5მგ, 10 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპელი 5მგ

OLANZAPEL

10 მგ ტაბლეტი #28

ოლანზაპინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან78.88 ₾
რექსეპი, 10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 28

რექსეპი

Rexep

10 მგ შემოგარსული ტაბლეტი № 28

ოლანზაპინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან78.88 ₾
ვაილოპინი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

ვაილოპინი

Vaylpion

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)

ოლანზაპინი Recordati Ilac San. ve Tic., თურქეთი
Rx · რეცეპტით

ოფერტა-სანოველი

OFERTA-Sanovel

7.5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28 და #56

ოლანზაპინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ოფერტა-სანოველი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28 და #56

ოფერტა-სანოველი

OFERTA-Sanovel

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28 და #56

ოლანზაპინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ოფერტა-სანოველი

OFERTA-Sanovel

5მგ შემოგარსული ტაბლეტი #28 და #56

ოლანზაპინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

ოლზაპის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ოლანზაპინის 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ოლანზაპინი ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალებაა, რომელსაც ახასაითებს მთელ რიგ რეცეპტორულ სისტემაზე ფართო ფარმაკოლოგიური მოქმედება. დადგენილია ოლანზაპინის მსგავსება სეროტონინო 5-HT 2A/C, 5-HT3, 5-HT6; დოფამინო D1, D2, D3, D4, D5; მუსკარინულ M1-5; ადრენერგულ α1 და ჰისტამინო-H1 რეცეპტორებისადმი. გამოვლენილია ანტაგონიზმი ოლანზაპინსა და 5HT, დოფამინო- და ქოლინო-რეცეპტორებს შორის. ოლანზაპინს ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული აქტივობა სეროტონინო 5-HT2 რეცეპტორებისადმი, ვიდრე დოფამინო-D2 რეცეპტორებისადმი. ოლანზაპინი შერჩევითად ამცირებს მეზოლიმბური დოფამინერგული ნეირონების აგზნებადობას, ამავდროულად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ სტრიარულ ნერვულ გზებზე. ოლანზაპინის შედარებით ნაკლები დოზა აქვეითებს პირობით დაცვით რეფლექსს (ანტიფსიქოზური აქტივობის მახასიათებელი ტესტი), ვიდრე დოზა, რომელიც იწვევს კატალეფსიას (მოშლილობა, რომელიც აისახება მოტორულ ფუნქციაზე). ანქსიოლიზური ტესტის ჩატარებისას, სხვა ნეიროლეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით, ოლანზაპინი აძლიერებს განგაშის საწინააღმდეგო ეფექტს. შიზოფრენიით დაავადებულებში კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლანზაპინი უზრუნველყოფს როგორც პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია და სხ.), ასევე ნეგატიური მოშლილობების რედუქციას. ოლანზაპინი პერორალური მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 5-8 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. T1/2 შეადგენს საშუალოდ 33 (12-47) საათს. ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები განსხვავებულია პაციენტის სქესის, ასაკის მიხედვით და თამბაქოს მომხმარებლებში.

02

ჩვენებები

ოლზაპი ინიშნება:

  • შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობების მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური აქტივობის დაქვეითება, მეტყველების სიმწირე) სიმპტომატიკით. ასევე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;
  • ბიპოლარული აფექტური მოშლილობების სამკურნალოდ, მწვავე მანიაკალური და შერეული ტიპის შეტევების დროს, ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.
03

მიღების წესი და დოზირება

შიზოფრენია და მსგავსი ფსიქოზური მოშლილობები: ოლანზაპინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. ოლანზაპინის დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (10 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. ბიპოლარული მოშლილობები: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში ერთხელ. დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (15 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათანობით 24 საათიანი ინტერვალებით. დოზის შერჩევა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებისათვის: ასაკოვან პაციენტებში, ასევე პაციენტებში თირკმლების მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის ფუნქციების საშუალო სიმძიმის უკმარისობით, პრეპარატი ინიშნება საწყისი დღიური დოზით 5 მგ. საწყისი დოზის შემცირება რეკომენდებულია პაციენტებში რისკ-ფაქტორების კომბინაციით (მდედრობითი სქესის პაციენტები, ასაკოვანი და არამწეველები), როდესაც მოსალოდნელია ოლანზაპინის მეტაბოლიზმის შენელება. 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება შესწავლილი არ არის.

04

გვერდითი მოვლენები

ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება. ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას. ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა. იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება. ერთეულ შემთხვევაში - პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

05

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

06

განსაკუთრებული მითითებები

ოლანზაპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს, ხოლო ლაქტაციის პერიოდში ოლანზაპინის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება. ოლანზაპინის (ისევე როგორც სხვა ნეიროლეფსიური საშუალებების) გამოყენებისას შესაძლებელია ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება, რაც გულისხმობს ტემპერატურის მატებას, კუნთების რიგიდობას, ფსიქიკური სტატუსისა და ვეგეტატიური დარღვევების გამოვლინებას (არასტაბილური პულსი და არტერიული წნევა, ტაქიკარდია, არითმია, ოფლდენის გაძლიერება). დამატებით შესაძლებელია - კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლების მწვავე უკმარისობა. აღნიშნული სინდრომის ნებისმიერი კლინიკური სიმპტომის გამოვლინება მოითხოვს ოლანზაპინის მოხსნას. ჰალოპერიდოლთან შედარებით, ოლანზაპინი გაცილებით იშვიათად იწვევს დისკინეზიას, რომელიც მედიკამენტის მოხსნას მოითხოვს. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია გვიანი დისკინეზიის გამოვლინების რისკი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. გვიანი დისკინეზიის სიმპტომები შესაძლებელია გაღრმავდეს ან გამოვლინდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგაც. ოლანზაპინით მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების (ასპარტატამინოტრასფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა) დონის მატება. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება მოითხოვს პაციენტებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებისას დოზის შემცირებას. ოლანზაპინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს ანამნეზში ეპილეფსიური გულყრების არსებობისას ან პაციენტებს კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით. ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში: ლეიკოციტების და/ან ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობით (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული), ანამნეზში მედიკამენტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით/ ტოქსიკური დარღვევით, ანამნეზში რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით ან თანმხლები დაავადებებით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით, ჰიპერეოზინოფილიით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით. ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე გვერდითი ეფექტების სახით იშვიათად ვლინდება ანტიქოლინერგული აქტივობა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, ნაწლავის პარალიზური გაუვალობით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით და სხვა. ოლანზაპინმა თეორიულად შესაძლებელია დათრგუნოს დოფამინის აგონისტების მოქმედება. ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან და ალკოჰოლთან ერთად. ოლანზაპინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ოლანზაპინის კლირენსი მატულობს თამბაქოს მომხმარებლებსა და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს. ერთჯერადად მიღებული ოლანზაპინი გავლენას არ ახდენს შემდეგი პრეპარატების მეტაბოლიზმზე: იმიპრამინი ან მისი მეტაბოლიტი დეზიპრამინი, ვარფარინი, თეოფილინი, დიაზეპამი, ასევე – ლითიუმი და ბიპერიდინი. ეთანოლთან კომბინაციაში შესაძლებელია ოლანზაპინის სედატიური ეფექტის გაძლიერება. ერთჯერადად მიღებული ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ან ციმეტიდინი გავლენას არ ახდენენ პერორალურად მიღებული ოლანზაპინის ბიოშეღწევადობაზე. აქტივირებული ნახშირი 50-60%-ით ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას. ფლუოქსეტინი ზრდის ოლანზაპინის მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ამცირებს მის კლირენსს. ოლანზაპინსა და ვალპროატის მჟავას შორის კლინიკური მნიშვნელობის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთგავლენა ნაკლებად მოსალოდნელია.

07

ჭარბი დოზირება

ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: ტაქიკარდია, აგზნებადობა/აგრესიულობა, არტიკულაციის მოშლა, ექსტრაპირამიდული დარღვევები და ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა (სედატიური ეფექტიდან კომამდე). კლინიკური მნიშვნელობის სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება დელირია, კრუნჩხვა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, სუნთქვის დათრგუნვა, ასპირაცია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, არითმია, გულისა და სუნთქვის გაჩერება. მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ღებინების ხელოვნურად გამოწვევა რეკომენდებული არ არის. ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციის სტანდარტული მეთოდები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, რაც ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას ამცირებს 50-60%-ით). კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინიშნება სიმპტომური თერაპია, ტარდება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციათა კონტროლი (არტერიული ჰიპოტენზიისა და სისხლძარღვოვანი კოლაფსის თერაპია, სუნთქვის ფუნქციის კონტროლი). არ ინიშნება ეპინეფრინი, დოფამინი ან სხვა ბეტაადრენორეცეპტორების აგონისტი სიმპატომიმეტური საშუალებები, ვინაიდან შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის გაღრმავება გამოიწვიონ.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით!

10

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს # რ - 002421 17.04.2007
წს # რ - 002422 17.04.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.