8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02219 Rx · რეცეპტით

ნუკლეო ც.მ.პ. ფორტე

NUCLEO CMF FORTE

ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №3

ნუკლეო ც.მ.პ. ფორტე, ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №3
მოქმედი ნივთიერება
Citidine Uridine
მწარმოებელი
Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
იმპორტიორი საქართველოში
ავიტა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Citidine + Uridine. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

თეთრი ფერის ფხვნილი.

02

შემადგენლობა

1 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით შეიცავს ციტიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს 10 მგ, ურიდინ-5-ტრიფოსფატის ტრინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-დიფოსფატის დინატრიუმის მარილს, ურიდინ-5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილს სულ 6 მგ-ს (შეესაბამება 2,660 მგ სუფთა ურიდინს).

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი.

გამხსნელი: წყალი, ნატიუმის ქლორიდი.

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევების სამკურნალო სხვა საშუალებები.

ათქ-კოდი: M09AX

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნუკლეო ცმფ ფორტე უზრუნველყოფს ფოსფატურ ჯგუფებს, რომლებიც აუცილებელია მონოსაქარიდების ცერამიდებთან გასაერთიანებლად ცერებროზიდებისა და ფოსფატური მჟავების წარმოსაქმნელად, რომლებიც წარმოადგენენ სფინგომიელინისა და გლიცეროფოსფოლიპიდების საფუძველს. სფინგომიელინი და გლიცეროფოსფოლიპიდები წარმოადგენენ მიელინის გარსის ძირითად კომპონენტებს. ამგვარად, ნუკლეო ცმფ ფორტე ავლენს ტროფიკულ თვისებებს და ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აქსონების რეგენერაციას.

04

ჩვენებები

ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი წარმოშობის ნევრალგიების სამკურნალოდ: ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები: ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათია), ინფექციური წარმოშობის (სარტყლისებრი ლიქენი, განგლიონიტი), ასევე სამწვერა ნერვის, სახის ნერვის ანთების დროს, ნეკნთაშუა ნევრალგიის, ფლექსიტების დროს.

მიღების მეთოდი და

05

მიღების წესი და დოზირება

. ნუკლეო ცმფ ფორტეს ინექციები ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე აუცილებელია გამხსნელის გადატანა ამპულაში, სადაც მოთავსებულია ლიოფილიზირებული ფხვნილი.

მოზრდილებში, ხანდაზმულ პაციენტებში და მოზარდებში 14 წლიდან ნუკლეო ცმფ ფორტე ინიშნება შემდეგი დოზით: 1 ინექცია 1-ჯერ დღეღამეში.

ბავშვებში 2-დან 14 წლამდე ნუკლეო ცმფ ფორტე რეკომენდირებულია შემდეგი დოზით: 1 ინექცია ყოველ ორ დღეში ერთხელ.

მკურნალობის რეკომენდირებული კურსი: პრეპარატი ინიშნება დღეღამეში ერთი ინექციის სახით 3 ან 6 დღის განმავლობაში, შემდეგ გრძელდება 1-2 კაფსულის მიღება 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.

საჭიროების შემთხვევაში მიღება შესაძლებელია გაიზარდოს 20 დღემდე, თუ ეს აუცილებელია სამედიცინო ჩვენებებით.

გვერდითი მოვლენები აღწერილი არ ყოფილა.

06

უკუჩვენებები

ცნობილი ალერგიული რეაქციები პრეპარეატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

07

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გათვალისწინებით, მოწამვლის ალბათობა დაბალია თერაპიული დოზის შემთხვევით გადაჭარბების დროსაც კი.

08

განსაკუთრებული მითითებები

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენები არ არის, მაგრამ მიღების მიზანშეწონილობა დგინდება პოტენციურ რისკზე მიღების უპირატესობის გათვალისწინებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე

ნუკლეო ცმფ ფორტე გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე).

10

ვარგისობის ვადა

  • 2 წელი.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

3 ამპულა ლიოფილიზირებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი ფერრერ ინტერნაციონალ ს.ა.

მისამართი: 08028 ბარსელონა, ესპანეთი, გრან ვია კარლოსი III, 94

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.