მონოგრაფია Nº 04513 ურეცეპტო
ნიგერსან D5 -D6-D7 ამპულები (ნატუროპათი)
Nigersan D5 -D6-D7 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Aspergillus niger D5-ის (შესაბამისად, Aspergillus niger D6-ის ან Aspergillus niger D7-ის) 1 მლ წყალხსნარს HABის 5ბ და 11 სტატიების მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch –
გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენებები
– უროგენიტალური ტრაქტის დაავადებები, მათ შორის, კარცინომები, მიომები, კისტები
– პარატუბერკულოზური დაავადებები – შოიერმანის დაავადება, პერტესის დაავადება, ბეხტერევის დაავადება
– ოსტეოქონდროზი
– ლიმფატიზმი
– სიმსუქნე
– ფარისებური ჯირკვლის დაავადებები
– მეჭეჭები
თვისებები
Nigersan სპეციფიურად მოქმედი პრეპარატია. იგი პარატუბერკულოზის და იმ დაავადებების იზოპათიური და იმუნობიოლოგიური მკურნალობისათვის გამოიყენება, რომლებიც პარატუბერკულოზის შედეგებს წარმოადგენს. ამასთან, Nigersan ქიმიური, ბაქტერიოსტატური პრეპარატების ან ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით,
ზემოქმედებს არა უშუალოდ ტუბერკულოზის ჩხირზე, არამედ მიკრობების ციკლოგენიის შესახებ ენდერლაინის
სწავლების თანახმად, გამოიყენება პარაზიტის ციკლის `სუსტ ადგილზე~ ზემოქმედებისათვის. პაციენტის სასარგებლოდ ხელოვნურად აჩქარებს ტუბერკულოზური ბაცილების დაშლის პროცესს, რაც ბაქტერიული თაობების ცვლის დროს სპონტანურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით განკურნების პროცესში. ამასთან, ბაცილები პარაზიტული ფორმებიდან და ფაზებიდან არაპათოგენურ ფორმებსა და ფაზებში გადადის, ორგანიზმიდან
შემდგომში გამოიყოფა ნაწლავების, შარდის ბუშტის, კანის და ბრონქების საშუალებით.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ. ი.მ., კანქვეშ ან ი.ვ.
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
იზოპათიურ მკურნალობაში Nigersan-ი ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს გამოიყენება. Nigersan-ის დანიშვნის დროს Utilin ან Utilin S-თან მონაცვლეობისას აღინიშნება მოქმედების პოტენცირება. Aspergillus niger-ი მოქმედი კომპონენტის სახით შედის ასევე კომბინირებულ პრეპარატში Sankombi.
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.