8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02162 Rx · რეცეპტით

ნიფედიპინი

NIFEDIPIN

10მგ დრაჟე №30

ნიფედიპინი, 10მგ დრაჟე №30
მოქმედი ნივთიერება
ნიფედიპინი (Nifedipine)
მწარმოებელი
გამა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები
იმპორტიორი საქართველოში
გამა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიფედიპინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ნიფედიპინი ნეო, 10მგ ტაბლეტი#40

ნიფედიპინი ნეო

NIFEDIPINE NEO

10მგ ტაბლეტი#40

ნიფედიპინი ნეოფარმი, საქართველო
დან4.81 ₾
ნიფედი-დენკი 20 რეტარდი, 20მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი #100

ნიფედი-დენკი 20 რეტარდი

Nifedi-Denk 20 Retard

20მგ პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი #100

ნიფედიპინი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან19.80 ₾
ნიფედი-დენკი რეტარდირებული, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100

ნიფედი-დენკი რეტარდირებული

10მგ ტაბლეტი საღეჭი 100 ტაბლეტი №100

ნიფედიპინი
დან23.45 ₾
კორინფარი, 10 მგ ტაბლეტი #30;#50;#100

კორინფარი

CORINFAR

10 მგ ტაბლეტი #30;#50;#100

ნიფედიპინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
კორინფარი რეტარდი, 20 მგ ტაბლეტი #30;#50;#100

კორინფარი რეტარდი

CORINFAR

20 მგ ტაბლეტი #30;#50;#100

ნიფედიპინი ტევა, უკრაინა
Rx · რეცეპტით
ნიფედი-დენკი 10 რეტადი, 10მგ ტაბლეტი რეტარდი #100

ნიფედი-დენკი 10 რეტადი

Nifedi-Denk 10 Retard

10მგ ტაბლეტი რეტარდი #100

ნიფედიპინი DENK PHARMA GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ნიფედიპრესი

NIFEDIPRESS

10მგ ტაბლეტი №56

ნიფედიპინი Dexcel Pharma, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს 10 მგ ნიფედიპინს
და დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა 0.0605გ
სახამებელი 0.02245გ
მაგნიუმის სტეარატი 0.001გ
პოლივინილპიროლიდონი 0.00605გ
შაქარი 0.03გ
მაგნიუმის კარბონატი 0,007გ
ტალკი 0.00047გ
ტიტანის დიოქსიდი 0.0002გ
აეროსილი 0,0001გ
FD&C Yellow No.5 E102 - 0.0001გ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიფედიპინი აფერხებს კალციუმის შესვლას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, რითაც განპირობებულია მისი ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური თვისებები.

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ღვიძლში ბიოქიმიური გარდაქმნის შემდეგ წარმოიქმნებიან არააქტიური მეტაბოლიტები. ცილებთან შეკვრის ხარისხი შეადგენს 92-98 %. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს. მეტაბოლიტების 20 % გამოიყოფა ნაწლავებით, ხოლო დანარჩენი თირკმელების საშუალებით.

04

ჩვენებები

სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა (ვაზოსპაზმური სტენოკარდიის ჩათვლით) ცალკეულ შემთხვევებში სტენოკარდიის შეტევის მოხსნა. არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზები; რეინოს დაავადება, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

05

მიღების წესი და დოზირება

ინდივიდუალური. ხშირ შემთხვევაში საწყისი დოზაა 10 მგ 3-4 ჯერ დღეში. საჭიროებისას დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს 20 მგ-დე 3-4 ჯერ დღეში. ჰიპერტონული კრიზის და აგრეთვე სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად შეიძლება 1 ან 2 ტაბლეტის დაღეჭვა.

06

გვერდითი მოვლენები

კანის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი იშვიათად_ ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია. გულისრევა, გულძმარვა, ფაღარათი. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები.

07

უკუჩვენებები

არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, კარდიოგენური შოკი, გულის უკმარისობა, აორტალური სტენოზი, მომატებული მგრძნობელობა ნიფედიპინზე.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ნიფედიპინის უსაფრთხოება ამ პერიოდში სრულყოფილად შესწავლილი არ არის. ამიტომ ორსულობის დროს არ არის რეკომენებული აღნიშნული პრეპარატის მიღება.

09

განსაკუთრებული მითითებები

ნიფედიპინი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვებში გამოყენება:
ნიფედიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის სრულად შესწავლილი ბავშვთა ასაკში ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული პედიატრიული პაციენტებისთვის
პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალიზე.

10

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოხატული გაძლიერება.
გადაჭარბებული დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პრეპარატის ერთდროულ გამოყენებისას ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, ნიტრატებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან აღინიშნება ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროულ დანიშვნისას ძლიერდება ჰიპოტენზიური მოქმედება.
ციმეტიდინთან და რანიტიდინთან ერთდროულ გამოყენებისას მატულობს ნიფედიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას. შეფუთვაზე მითითებულ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ დაიშვება.
ვარგისობის ვადა 5 წელი

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

მხოლოდ ექიმის რეცეპტით

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.