8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02101 Rx · რეცეპტით

ნებივოლოლი შტადა

Nebivolol STADA

5 მგ ტაბლეტი № 28

დან9.60 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ნებივოლოლი შტადა, 5 მგ ტაბლეტი № 28
მოქმედი ნივთიერება
ნებივოლოლი (Nebivolol)
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

5მგ · №28

  • PSP

    ნებივოლოლი შტადა 5მგ 28 ტაბლეტი

    0.34 ₾ / ც. × 28

5მგ · №100

  • PSP ყველაზე იაფი

    ნებივოლოლი - Nebivolol 5მგ 100 ტაბლეტი

    0.30 ₾ / ც. × 100

  • GPC

    ნებივოლოლი შტადა ტაბლეტი 5მგ #100

    0.30 ₾ / ც. × 100

  • ფარმადეპო

    ნებივოლოლი შტადა ტაბლეტი 5მგ #100

    0.30 ₾ / ც. × 100

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნებივოლოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ნონბლონი, 5მგ ტაბლეტი #20

ნონბლონი

NONBLON

5მგ ტაბლეტი #20

ნებივოლოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.77 ₾
ოდ-ნები, 5მგ ტაბლეტი №28

ოდ-ნები

5მგ ტაბლეტი №28

ნებივოლოლი ეჯ ფარმა, ინდოეთი
დან9.59 ₾
ნებეტა, 5 მგ ტაბლეტი #28

ნებეტა

Nebeta

5 მგ ტაბლეტი #28

ნებივოლოლი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან9.60 ₾
დანები, 5 მგ ტაბლეტი #28

დანები

Daneb

5 მგ ტაბლეტი #28

ნებივოლოლი Specifar S.A., საბერძნეთი
დან9.61 ₾
ნებივორლდი, 5მგ ტაბლეტი №28

ნებივორლდი

NEBIWORLD

5მგ ტაბლეტი №28

ნებივოლოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან9.61 ₾
ნებილეტი®, 5მგ ტაბლეტი #14

ნებილეტი®

Nebilet®

5მგ ტაბლეტი #14

ნებივოლოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან15.33 ₾
ნებიკორი, 5მგ ტაბლეტი №30

ნებიკორი

5მგ ტაბლეტი №30

ნებივოლოლი ადიფარმი, ბულგარეთი
დან16.42 ₾
ნებილეტ® პლუსი, 5მგ/12.5მგ ტაბლეტი №28

ნებილეტ® პლუსი

NEBILET PLUS

5მგ/12.5მგ ტაბლეტი №28

ნებივოლოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან27.35 ₾
ტანელები, 5მგ ტაბლეტი №28 (2X14)

ტანელები

Taneleb

5მგ ტაბლეტი №28 (2X14)

ნებივოლოლი Specifar S.A., საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპიაში ან კომბინაციაში სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად), გიდ, დაძაბვის სტენოკარდია

02

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტაბლეტები 5 მგ, №28 , ბლისტერზე 7 ტაბლეტი, 4 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში. ტაბლეტი ჯვარედინად დასერილი.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

მე-3 თაობის კარდიოსელექტიური ბეტა ადრენობლოკატორი ვაზოდილატაციური მოქმედებით . აქტიური ნივთიერება შედგება ორი ენანტიომერისაგან D-ნებივოლოლისა და L - ნებივოლოლისაგან.ნებივოლოლი არის კონკურენტული და არჩევითად B1- ადრენობლოკატორი, გარდა ამისა ახორციელებს მსუბუქ ვაზოდილატაციურ მოქმედებას, სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან NO-ს გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე. ნებივოლოლი ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და აქვეითებს არტერიულ წნევას დატვირთვისა და მოსვენების მდგომარეობაში, ამცირებს საბოლოო დიასტოლურ წნევას მარცხენა პარკუჭში, ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის განდევნის ფრაქციას, იწვევს ანტიანგინალურ მოქმედებას გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. ოპტიმალური ჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება 1-2 კვირაში , ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტი დგება 4 კვირის შემდგომ.

04

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებული ნებივოლოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 12% სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში და თითქმის სრული ნელი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში. C max მიიღწევა 24 სთ-ში. ცილებთან შეკავშირება უპირატესად ალბუმინებთან 98%. ნებივოლოლი აქტიურად მეტაბოლიზირდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნებივოლოლის მეტაბოლიზმი ხდება ალოციკლური და არომატული ჰიდროქსილირების , N- დეალკილირების გზით. აქტიური ნივთიერება გამოიყოფა 38% თირკმელებით და 48% ნაწლავებით. სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის T 1/2 პლაზმიდან შეადგენს საშუალოდ 10 სთ.

05

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით (ახალშობილებში შესაძლო ბლადიკარდიის, ჰიპოტენზიის, ჰიპოგლიკემიისა განვითარების რისკის გამო). ნებივოლოლის მიღება საჭიროა შეწყდეს 48-72 სთ ადრე მშობიარობამდე . იმ შემთხვევაში როდესაც ეს შეუძლებელია აუცილებელია მკაცრი კონტროლის დაწესება ახალშობილზე პირველი 48-72 სთ-ის განმავლობაში.

06

უკუჩვენებები

ბრონქული ასთმა, ქრონიკული გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, ღვიძლის მძიმე დაზიანებები, დეპრესია, პრინცმეტალის სტენოკარდია,სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები, არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია <50, AV ბლოკადა II და III ხარისხის. , მიასთენია კუნთოვანი სისუსტე, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის მიმართ.

07

გვერდითი მოვლენები

ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა -ინდივიდუალურად . კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, სიმშრალე პირის ღრუში.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, AV ბლოკადა, რიტმის დარღვევა, რეინოს სინდრომი,
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
სხვა: ბრონქოსპაზმი, ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი.

08

მიღების წესი და დოზირება

2,5/5 მგ დილით. ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 კვირის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში 4 კვირაში. საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა იზრება 10 მგ-მდე. 65 წელმე მეტი ასაკის პაციენტებში საწყიდი დოზა არის 2,5 მგ. დღიური დოზა შესაძლოა გავზარდოთ 5 მგ-მდე.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწ.უკმარისობა

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

1 კლასის ანტიარითმულ პრეპარატებთან მიღებისას, შესაძლოა უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება და AV გამტარებლობის დარღვევა. კალციუმის ბლოკატორებთან ერთად გამოყენების დროს (ვერაპამილი და დილთიაზემი)ძლიერდება უარყოფითი ინოტროპული მოქმედება და AV გამტარებლობის დარღვევა.

ნებივოლოლის მიღების ფონზე ვერაპამის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება.სიმპატომიმეტიკებთან კომბინაციაში ნებივოლოლის მიღება თრგუნავს ნებივოლოლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. სანარკოზე საშუალებებთან კომბინაციაში იზრდება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან და ბარბიტურატებთან გამოყენება ნებივოლოლის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ციმეტიდინთან კომბინაციაში იზრდება ნებივოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

სიფრთხილე: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, ალერგიული რეაქციების დროს, ფსორიაზის დროს, 65 წელზე მეტი ასაკის პირებში, და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ბეტა ბლოკატორების მოხდა საჭიროა თანდათანობით, 10 დღის განმავლობაში, გიდ-ის დროს 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებისას საჭიროა არტერიული წნევისა და გულის სიხშირის კონტროლი . ბეტაბლოკატორების ეფექტურობა არამწეველებში უფრო მაღალია ვიდრე მწეველებში. ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე სისხლში შ/დ -ის მქონე პაციენტებში. შესაძლოა განვითარდეს ფსორიაზის გამწვავება. პაციენტებმა რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს , უნდა იცოდნენ რომ ნებივოლოლის მიღების ფონზე შესაძლოა შემცირდეს ცრემლის სითხის გამომუშავება. ქირურგიული ჩარევის დროს აუცილებელია გავაფრთხილოთ ანესთეზიოლოგი ბეტა ბლოკერების მიღების თაობაზე. თირკმელების ლაბორატორიული სემოწმება უნდა ჩავატაროთ 1 ჯერ 4-5 თვის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.