მონოგრაფია Nº 04470 ურეცეპტო
ნატურ 4 (კრემი სახისა და სხეულისათვის) (ნატუროპათი)
NATUR 4 (naturopath)
75 მლ კრემი ტუბი #1
- მწარმოებელი
- GUNA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- GUNA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
Natur 4 – ჰომეოპათიური კრემი სახისა და სხეულისათვის
ეფექტურია აკნესა და სებორეის დროს, აუმჯობესებს ასევე სარძევე
ჯირკვლების ტონუსს და ავლენს ანტიანდროგენულ თვისებებს.
შემადგენლობა
Placenta suis D6, Embryo totalis suis D6, Funiculus umbilicalis suis
D6, Estradiol D6, Hamamelis D6, Aesculus D6, Collagen D6.
ჩვენებები
ასტიმულირებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს
კანის ტროფიკას, აახალგაზრდავებს კანს ვასკულარიზაციის გაუმჯობესების
გზით, ახდენს ჰორმონული დისბალანსის კორექციას,
ამუხრუჭებს დეგენერაციულ პროცესებს (ატროფიას და ქსოვილის
დაბერებას), ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციას
(კანის დაბერების პროფილაქტიკა), გააჩნია ფლებოტონური და კაპილაროპროტექტორული
მოქმედება, აუმჯობესებს სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფუნქციას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ტუბი შეიცავს 75 მლ მალამოს. წაისვით სახეზე დილით მაკიაჟის
გაკეთების წინ და საღამოს სახის გასუფთავების შემდეგ. წაისვით
სხეულზე შხაპის მიღების შემდეგ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.