8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04450 ურეცეპტო

NaF სპრეი

NaF SPRAY

ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1

NaF სპრეი, ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1
მოქმედი ნივთიერება
Fluoride, xilytol
მწარმოებელი
BIOTRADING, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
FARDI MEDICALS
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

NaF ( ნატრიუმის ფტორიდი), ქსილიტოლი

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

NaF სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეი, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას

NaF ( ნატრიუმის ფტორიდი): ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:

  • ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს
  • მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში
  • ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ
  • ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს

ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალი საკვები შაქრის იდენტური გემოთი

  • სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან
  • ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის
  • ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას
  • სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას
03

ჩვენებები

· კბილის ამოჭრის დაგვიანება
· კბილის კარიესი
· კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა
· თმის ცვენა და მტვრევადობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

2 კვ -2წლ: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-)

2 - 4 წლ: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-)

4 წლ - მოზრდილები: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-)

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.

04

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

05

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ორალური სპრეი 20 მლ შაქრის არომატით №1

06

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.