მონოგრაფია Nº 04429 ურეცეპტო
მუკოკელ D5 თვალის წვეთები (ნატუროპათი)
Mucokehl D5 (Naturopath)
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
გამოდის ასევე სახელწოდებით Pleo Muc, ერთჯერად საწვეთურიან კონტეინერებში
კონსერვანტების გარეშე. შეფუთვაში 10 კონტეინერი 0.5 მლ მოცულობით
შემადგენლობა
5 მლ შეიცავს: Mucor racemosus D5 4.999.95 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმ ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენებები
– გლაუკომა, კატარაქტა
– კონიუქტივიტი
– მშრალი თვალის სინდრომი
– მოციმციმე სკოტომა
თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ
მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც,
ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას.
პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~,
ობის სოკოს Mucor racemosus Fresen-ის არაპათოგენურ ფაზებზე.
ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის
კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები,
ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვი-
თარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური
ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფ ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის
დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ
პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე,
რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს
საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანით და ბრონქებით.
მიღების წესი და დოზირება
თითო წვეთის ჩაწვეთება დაავადებულ თვალში დღეში 2-ჯერ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა
სისტემის და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების
მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები).
Mucor racemosus-ი წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული
პრეპარატის SANKOMBI-ის მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება
Notakehl-თან ერთად არ შეიძლება.
გამოშვების ფორმები
Mucokehl D5 – 5 მლ მოცულობის საწვეთურიანი ფლაკონი
Pleo Muc – შეფუთვაში 10 ერთჯერადი საწვეთურიანი კონტეინერი
მოცულობით 0.5 მლ თითოეული.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.