8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04422 ურეცეპტო

მუკოკელ ატოქს D6 წვეთები (ნატუროპათი)

Mucokehl Atox D6 (Naturopath)

წვეთები 10 მლ

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შეიცავს: 1 მლ ბოცვერის შრატს DD6 1 მლ, Mucor racemosus D3 ხსნარით, რომელიც მიღებულია წინასწარ სპეციალური ხერხით დამუშავებული ბოცვერებისაგან, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).

დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

02

ჩვენებები

დრენაჟისათვის Mucokehl-ის მიღების შემდეგ

თვისებები

Mucokehl Ausleitung D6 მაღალეფექტური პრეპარატია ნივთიერებათა ცვლის და დაშლის პროდუქტების დრენაჟის ხელშემწყობი, განსაკუთრებით MUCOKEHL-ის მიღების შემდეგ. ნებისმიერ წარმატებულ ბიოლოგიურ თერაპიას მივყავართ ორგანიზმში ტოქსინების და დაშლის პროდუქტების მომატებულ პროდუქციამდე. აღნიშნული პროდუქტები შეგუბების და ბლოკირების შედეგად შესაძლოა ორგანიზმიდან არ გამოიდევნოს,რასაც პაციენტის

მდგომარეობის გაუარესება მოსდევს. ეფექტური მკურნალობის ძირითადი წინაპირობაა ორგანიზმიდან ტოქსინების დრენაჟისათვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

03

მიღების წესი და დოზირება

დასალევად:

მიიღება 8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე

შესაზელად:

დღეში ერთხელ 5-10 წვეთის შეზელვა დაავადებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

მითითება

გამოიყენება Mucokehl-ის მიღებიდან არანაკლებ 1 დღის შემდეგ.

Mucokehl Atox-ის მიღების დროს, დიდი რაოდენობით სითხე მიიღება

გამოშვების ფორმები

წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.