მონოგრაფია Nº 02030 ურეცეპტო
მუკოგენი
Mucogen
100მგ ტაბლეტი #30
დან19.55 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- რებამიპიდი (Rebamipide)
- მწარმოებელი
- Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- წყლულის სამკურნალო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
მუკოგენი ტაბლეტი 100მგ #30
0.65 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗19.55 ₾
23.00 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მუკოგენი ტაბლეტი 100მგ #30
0.65 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗19.55 ₾
23.00 ₾
-
ავერსი
მუკოგენი 100მგ #30ტ
0.77 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗22.97 ₾
-
PSP
მუკოგენი - Mucogen 100 მგ 30 ტაბლეტი
0.77 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗23.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
რებამიპიდი 100 მგ ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
რებამიპიდი ზრდის ენდოგენური პროსტაგლანდინების PGE2 და PGI2 შემცველობას კუჭის წვენში, ასევე კუჭის ლორწოვანში, რითაც უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის დაცვას აგრესიული ფაქტორებისაგან. რებამიპიდს გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი, იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუჭის ლორწოვან გარსში და ასტიმულირებს უჯრედების პროლიფერაციას. რებამიპიდი ზრდის კუჭის ზედაპირული ლორწოს რაოდენობას, იგი არ მოქმედებს ბაზალურ სეკრეციაზე.
ფარმაკოკინეტიკა
100მგ რებამიპიდის პერორალური მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 სთ–ში. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1.5სთ. პრეპარატი არ აკუმულირდება ადამიანის ორგანიზმში, 90% უკავშრდება ცილებს, ხოლო 10% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ქრონიკული გასტრიტი გამწვავების სტადიაში;
ეროზიული გასტრიტი;
არაწყლულოვანი დისპეპსია;
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიტული პრეპარატების მიღების ფონზე კუჭის ლორწოვანის დაზიანების პროფილაქტიკა;
მიღების წესი და დოზირება
1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში (კვებასთან დაკავშრებული არ არის), მკურნალობის კურსი 2–4 კვირა ( კუჭის წყლულის დროს 2–8 კვირა).
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად აქვს გამოხატული ფაღარათი, გულის რევა, ღებინება, გემოვნების შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რებამიპიდის მიმართ, კუჭის ავთვისებიანი დაავადება, ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკში, მუკოგენის გამოყენება ბავშვებში კვლევებით დადგენილი არ არის.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.