მონოგრაფია Nº 04420 ურეცეპტო
მუცედოკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)
Mucedokehl D5 (Naturopath)
წვეთები 10 მლ
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Mucor mucedo D5-ის 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენებები
– ნეიროვეგეტატიური სინდრომი, ლიმბიური სისტემის რეგულაციური დისფუნქცია
– შიში, დეპრესიები
– სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი
– ოტიტი, ლიმფოსტაზი
– ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები
თვისებები
იზოპათიური პრეპარატის სახით მომზადებულმა ობის სოკომ Mucor mucedo-მ გამოავლინა თავის არეში მოქმედებისადმი ძლიერი მიდრეკილება. Mucedokehl-ი წარმოადგენს ობის სოკოს Mucor mucedo-ს სხვადასხვა სახის მიცელიუმისაგან დამზადებულ პრეპარატს. ფარმაკოლოგიაში მისი ანალოგებია მარჯვნივ მბრუნავი
და მარცხნივ მბრუნავი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მოქმედებას ავლენს. Mucedokehl-ი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის შტამისაგან მიღებულ კომპონენტებს, რაც პრეპარატის შიგნით ცოცხალ ბიპოლარობას წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მას მოქმედების გაფართოებული
სპექტრი გააჩნია.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
8 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე 15-20 წუთით ადრე
კანში შესაზელად:
5-10 წვეთი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოს იდაყვის ფოსოში.
4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ მოზრდილთა დოზის არაუმეტეს 2/3
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ობის სოკოების (Mucor mucedo) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს გამოყენება არ შეიძლება
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.