მონოგრაფია Nº 04418 ურეცეპტო
მუცედოკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)
Mucedokehl D4 (Naturopath)
20 კაფსულა
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Mucor mucedo D4 HAB-ის 6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულის გარსი)
ჩვენებები
– ნეიროვეგეტატიური სინდრომი, ლიმბიური სისტემის რეგულაციური დისფუნქცია
– სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი
– ოტიტი, ლიმფოსტაზი
– ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური დარღვევები
თვისებები
იზოპათიური პრეპარატის სახით მომზადებულმა ობის სოკომ Mucor mucedo -მ გამოავლინა თავის არეში მოქმედებისადმი ძლიერი მიდრეკილება. Mucedokehl-ი წარმოადგენს ობის სოკოს Mucor mucedo -ს სხვადასხვა სახის მიცელიუმისაგან დამზადებულ პრეპარატს. ფარმაკოლოგიაში მისი ანალოგებია მარჯვნივ მბრუნავი
და მარცხნივ მბრუნავი თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მოქმედებას ავლენს. Mucedokehl-ი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის შტამისაგან მიღებულ კომპონენტებს, რაც პრეპარატის შიგნით ცოცხალ ბიპოლარობას წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, მას მოქმედების გაფართოებული სპექტრი გააჩნია.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობისას მიიღება დღეში 1-3-ჯერ თითო კაფსულა, საკვების მიღებამდე, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. ქრონიკულად მიმდინარე ფორმების დროს მიიღება თითო კაფსულა 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის, არაუმეტეს 8 კვირის შემდეგ აუცილებელია მრავალთვიანი შესვენება.
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ გამოიყენება ობის სოკოების (Mucor mucedo) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითება შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 20 კაფსულა
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.