8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01977 Rx · რეცეპტით

მეტოპროლოლი

METOPROLOL

50მგ ტაბლეტი №1000 100მგ ტაბლეტი №1000

მოქმედი ნივთიერება
მეტოპროლოლი (Metoprolol)
მწარმოებელი
Ipca Laboratories, ინდოეთი
იმპორტიორი საქართველოში
G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მეტოპროლოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

კარდოლაქსი, 50მგ ტაბლეტი №30

კარდოლაქსი

Cardolax

50მგ ტაბლეტი №30

მეტოპროლოლი Magistra C&C, რუმინეთი
დან4.70 ₾
მეტოკორი, 50მგ ტაბლეტი №30

მეტოკორი

50მგ ტაბლეტი №30

მეტოპროლოლი ადიფარმი, ბულგარეთი
დან5.14 ₾
Enfast, 50მგ ტაბლეტი საღეჭი 20 კოლოფი №20

Enfast

50მგ ტაბლეტი საღეჭი 20 კოლოფი №20

მეტოპროლოლი
დან5.47 ₾
ეგილოკი®, 50მგ ტაბლეტი #60

ეგილოკი®

EGILOK®

50მგ ტაბლეტი #60

მეტოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან8.15 ₾
ეგილოკი®, 25მგ ტაბლეტი #60

ეგილოკი®

EGILOK®

25მგ ტაბლეტი #60

მეტოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან8.20 ₾

ბეტალოკ ზოკი

BETALOC® ZOK

25მგ ტაბლეტი №14

მეტოპროლოლი AstraZeneca AB, შვედეთი
დან9.22 ₾
კარდოლაქსი, 25მგ ტაბლეტი №30

კარდოლაქსი

Cardolax

25მგ ტაბლეტი №30

მეტოპროლოლი Magistra C&C, რუმინეთი
დან9.37 ₾
მეტაზერო, 47.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მეტაზერო

47.5მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

მეტოპროლოლი
დან9.92 ₾
ეგილოკი®, 100მგ ტაბლეტი #60

ეგილოკი®

EGILOK®

100მგ ტაბლეტი #60

მეტოპროლოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან18.39 ₾
ბეტალოკი, 1მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 5 მლ

ბეტალოკი

1მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 5 მლ

მეტოპროლოლი
დან45.15 ₾

კარდოლაქსი

Cardolax

100მგ ტაბლეტი №30

მეტოპროლოლი Magistra C&C, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
კორვიტოლი®, 50მგ ტაბლეტი #50

კორვიტოლი®

Corvitol®

50მგ ტაბლეტი #50

მეტოპროლოლი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატი მეტოპროლოლ ტარტრატი ტაბლეტები, USP (METOPROLOL TARTRATE TABLETS, USP) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტოპროლოლ ტარტრატს.

02

ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევები (სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ჩათვლით), კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები, რომლებსაც ახლავს ტაქიკარდია, შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა, ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად).

03

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე უზმოზე.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს:
100-200მგ ერთჯერადად დილით ან ორჯერადად – დილით და საღამოს.
სტენოკარდიის დროს:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.
გულის რითმის დარღვევების დროს:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.
შემანარჩუნებელი თერაპია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ:
შემანარჩუნებელი დოზა 200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.
ტაქიკარდიის თანხლებით მიმდინარე გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევების დროს:
100მგ ერთჯერ დღეში, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დილით. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს.
შაკიკის შეტავების პროფილაქტიკა:
100-200მგ Dდღე-ღამეში ორ მიღებაზე, დილით და საღამოს.
ჰიპერთირეოზის დროს:
150-200მგ დღეში 3-4 მიღებაზე.

04

გვერდითი მოვლენები

მეტოპროლოლი კარგად აიტანება პაციენტების მიერ, გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქია და შექცევადი ხასიათის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლოა ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, AAV-გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაჩენა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ცალკეულ შემთხვევებში – ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თერაპიის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიცივისა და პარესთეზიის შეგრძნება კიდურებში, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება, კონიუნქტივიტი, რინიტი, დეპრესია, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენია.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
სასუნთქი სისტემის მხრივ: წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ბრონქული ობსტრუქციის სიმპტომების გაჩენა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი.

05

უკუჩვენებები

II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია;
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; კარდიოგენული შოკი; პერიფერიული სისხლისმიმოქცევის გამოხატული დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მომატებული მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.

06

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს მეტოპროლოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.

07

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, რეინოს დაავადება, ფეოქრომოციტომა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები. მეტოპროლოლით მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დასრულება უნდა მოხდეს თანდათანობით (არანაკლებ 10 დღის განმავლობაში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არ არის რეკომენდებული მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
კლონიდინთან კომბინირებული თერაპიის დროს, ამ უკანასკნელის მიღება უნდა შეწყდეს მეტოპროლოლის მოხსნიდან რამოდენიმე დღეში ჰიპერტონული კრიზის თავიდან ასაცილებლად. ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა მათი დოზირების რეჟიმის კორექტირება.
ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, შარდმდენებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, ნიტრატებთან ერთდროული გამოყენებისას ჩნდება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიის, AV-ბლოკადის განვითარების საფრთხე. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მეტოპროლოლის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება.
პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ჰიდრალაზინთან, რანიტიდინთან, ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას, იზრდება მეტოპროლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

08

შენახვის პირობები

ინახება 20-25°С ტემპერატურაზე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.