8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04373 ურეცეპტო

მექსარონი

Mexaron

0,1გ კაფსულა № 30

დან36.26 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
მექსარონი, 0,1გ კაფსულა № 30
მწარმოებელი
ევრომედიკალი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიოქსიდანტური პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ფარმაცევტული სახლი+
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    მექსარონი - Mexaron 0.125გ 30 ტაბლეტი

    1.21 ₾ / ც. × 30

    36.26 ₾

    42.66 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/. ჯერ ყველაზე იაფი.

დილოქსი, 125მგ ტაბლეტი №30

დილოქსი

125მგ ტაბლეტი №30

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან35.36 ₾
მექსილეკი, 50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

მექსილეკი

50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ ლეკფარმა, ბელარუსი
დან36.13 ₾
მექსიდოლი, 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

მექსიდოლი

MEXIDOL

125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ Farmasoft, რუსეთი
დან36.89 ₾
დილოქსი ტაბ.125მგ N30, 125მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

დილოქსი ტაბ.125მგ N30

125მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/
დან41.58 ₾
მექსიდოლი, 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

მექსიდოლი

MEXIDOL

50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ Farmasoft, რუსეთი
დან44.99 ₾
ნეიროქსი, 50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 50

ნეიროქსი

Neiroks

50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 50

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ Sotex, რუსეთი
დან50.97 ₾
დროქსინატი, 50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

დროქსინატი

50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან61.97 ₾
კოგნივერი, 50მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კოგნივერი

Cogniver

50მგ/მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ Mefar Ilac Sanayii A.S.,
დან72.23 ₾
ინომექსი, 50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 10

ინომექსი

Ynnomex

50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 10

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ YNNOVAS, პოლონეთი
ურეცეპტო
მექსარონი, 50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 10

მექსარონი

Mexaron

50 მგ/ მლ 2 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 10

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო
მექსიბათი, 5% (100 მგ/2 მლ) 2 მლ ამპულა №10

მექსიბათი

Mexibat

5% (100 მგ/2 მლ) 2 მლ ამპულა №10

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო
მექსიბათი, 0.125 გ ტაბლეტები №30

მექსიბათი

Mexibat

0.125 გ ტაბლეტები №30

ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/ ბიოპოლუსი, საქართველო
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატს - 0,1 გ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

მექსარონი ახდენს ანტიჰიპოქსიურ, ანტისტრესულ, ნოოტროპულ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ანქსიოლიზურ მოქმედებას.პრეპარატი აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ (შოკი, ჰიპოქსია და იშემია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინტოქსიკაცია ალკოჰოლითა და ანტიფსიქოზური საშუალებებით-ნეიროლეპტიკებით). მექსარონის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მისი ანტიოქსიდანტური, ანტიჰიპოქსიური და მემბრანოპროტექტორული მოქმედებით. პრეპარატი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თავის ტვინის სისხლმომარაგებას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ასტაბილურებს სისხლის უჯრედების (ერითროციტების და თრომბოციტების) მემბრანულ სტრუქტურას ჰემოლიზის დროს. გააჩნია ჰიპოლიპიდემიური მოქმედება, ამცირებს საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას. ანტისტრესული მოქმედება ვლინდება პოსტსტრესული ქცევის, სომატო-ვეგეტატიური დარღვევების ნორმალიზებაში; ძილ_ღვიძილის ციკლების, სწავლებისა და მეხსიერების დარღვეული პროცესების აღდგენაში; თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურების დისტროფიული და მორფოლოგიური ცვლილებების დაქვეითებაში. მექსარონს გააჩნია გამოხატული ანტიტოქსიკური მოქმედება აბსტინენციური სინდრომის დროს. აღმოფხვრავს მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ნევროლოგიურ და ნეიროტოქსიკურ გამოვლინებებს, აღადგენს ქცევის დარღვევებს, ვეგეტატიურ ფუნქციებს, ასევე ხსნის ეთანოლის ხანგრძლივი მიღებით და მისი შეწყვეტით გამოწვეულ კოგნიტურ დარღვევებს. მექსარონის გავლენით ძლიერდება ტრანკვილიზური, ნეიროლეფსიური, ანტიდეპრესიული, საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედება, რაც იძლევა საშუალებას შემცირდეს მათი დოზები და შესაბამისად გვერდითი ეფექტები. ამცირებს ფერმენტულ ტოქსემიას და ენდოგენურ ინტოქსიკაციას მწვავე პანკრეატიტის დროს.

03

ფარმაკოკინეტიკა

:

მექსარონი სწრაფად შეიწოვება კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბციის ნახევარპერიოდით (T1/2) 0,08-0, 1 სთ. მექსარონის 400-500 მგ დოზებით შეყვანისას Cmax პლაზმაში შეადგენს 3,5-4,0მკგ/მლ და მიიღწევა 0,45-0,5 სთ განმავლობაში.სწრაფად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. კუნთებში შეყვანის შემდეგ პრეპარატი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში 4 საათის განმავლობაში. ორგანიზმში პრეპარატის შეკავების დრო შეადგენს 0,7-1,3 საათს.სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით, ძირითადად გლუკურონოკონიუგირებული ფორმით და უმნიშვნელო რაოდენობით - უცვლელი სახით.

04

ჩვენებები

  • თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე დარღვევები;
  • დისცირკულარული ენცეფალოპათია;
  • ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
  • ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტური დარღვევები;
  • მშფოთვარე, ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები;
  • აბსტინენციური სინდრომის კუპირება ნევროზის მსგავსი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით ალკოჰოლიზმის დროს;
  • მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
  • ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • გულის მწვავე და ქრონიკული იშემიური დაავადება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • ქვედა კიდურების ანგიოპათია II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის დროს.
05

მიღების წესი და დოზირება

კაფსულები ინიშნება პერორალურად. გამოსაყენებელი თერაპიული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პრეპარატის მიმართ ავადმყოფის მგრძნობელობის მიხედვით.

მკურნალობას იწყებენ დოზით 0,1 გ (1 კაფსულა) სამჯერ დღეში; მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 0.8 გ. პრეპარატის სადღეღამისო დოზას ანაწილებენ 2- 3 მიღებაზე დღის განმავლობაში.

მშფოთვარე მდგომარეობების, ვეგეტატიურ_სისხლძარღვოვანი დისფუნქციების და კოგნიტური დარღვევებისას ავადმყოფების მკურნალობისათვის მექსარონი გამოიყენება 2-6 კვირის განმავლობაში.

06

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, პირის სიმშრალე, ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

07

უკუჩვენებები

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მწვავე დარღვევა; ბავშვთა ასაკი; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

08

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

09

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია ძილიანობის განვითარება.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროული გამოყენებისას მექსარონი აძლიერებს ბენზოდიაზეპინის წარმოებული ანქსიოლიზების, პარკინსონის საწინააღმდეგო (ლევოდოპა) და კრუნჩხვების საწინააღმდეგო (კარბამაზეპინი) საშუალებების მოქმედებას. ამცირებს ეთილის სპირტის ტოქსიკურ მოქმედებას.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.