მონოგრაფია Nº 01829 ურეცეპტო
ლომექსინი
LOMEXIN ®
600მგ ვაგინალური კაფსულა №2
დან26.50 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფენტიკონაზოლი (Fenticonazole)
- მწარმოებელი
- Catalent Italy, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ლომექსინი 600მგ #2კაფს ვაგინალ
13.25 ₾ / ც. × 2
ყიდვა ↗26.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფენტიკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ფენტიკონაზოლი; 1 კაფსულა შეიცავს 200 მგ ან 600 მგ ფენტიკონაზოლის ნიტრატს;
დამხმარე ნივთიერებები (200 მგ კაფსულები): კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი;
დამხმარე ნივთიერებები (600 მგ-იანი კაფსულები): თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აქტიურად მოქმედებს დერმატოფიტების, კანდიდას გვარის, საფუარა და ობის სოკოების მიმართ, რომლებიც იწვევენ სისტემურ მიკოზებს. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზების მიმართ.
ჩვენებები
ქალის სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების კანდიდოზი (ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, თეთრდაშლა).
მიღების წესი და დოზირება
კაფსულა თავსდება საშოში ღრმად წოლით მდგომარეობაში, ძილის წინ, ერთჯერადად. მკურნალობის კურსი - 3 დღე, თუ სიმპტომები კვლავ რჩება, 3 დღე-ღამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის გამოყენება. განმეორებითი ინფეცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა წაისვას ლომექსინის კრემი სასქეზო ორგანოზე და მის ირგვლივ.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25oC ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.