მონოგრაფია Nº 01810 ურეცეპტო
ლივ-ანგინი
LIV-ANGIN
1.2მგ/0.6მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლისა და ლიმნის არომატით №16
- მოქმედი ნივთიერება
- Amylmetacresol Dichlorobenzyl alcohol
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Amylmetacresol + Dichlorobenzyl alcohol. ჯერ ყველაზე იაფი.
სტრეპსილსი®
STREPSILS®
ტაბლეტი #24
Strepsils
პასტილა საწუწნი 24 საწუწნი ტაბლეტი №24
ლივ-ანგინი
პასტილა საწუწნი 16 საწუწნი ტაბლეტი №16
ტაიქოლდ ლორი
პასტილა საწუწნი 24 საწუწნი ტაბლეტი №24
ლივ-ანგინი
LIV-ANGIN
1.2მგ/0.6მგ საწუწნი ტაბლეტი ფორთოხლის არომატით №16
ლივ-ანგინი
LIV-ANGIN
1.2მგ/0.6მგ საწუწნი ჟოლოს არომატით №16
სტრეპსილსი საბავშვო
STREPSILS
საწუწნი ტაბლეტი #24
ტაიქოლდ ლორი თაფლისა და ლიმნის არომატით
TAICOLD LOR Honey & Lemon Flavour
(1,2მგ + 0,6მგ) საწუწნი ტაბლეტი თაფლისა და ლიმნის არომატით №24
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით
Taicold Lor Menthol Flavour
(1,2მგ + 0,6მგ) საწუწნი ტაბლეტი მენთოლის არომატით №24
ტაიქოლდ ლორი ტყის კენკრის არომატით
Taicold Lor Wild Berries Flavour
(1,2მგ + 0,6მგ + 100მგ) საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინით ფორთოხლის არომატით №24
ტაიქოლდ ლორი ქლიავის არომატით
Taicold Lor Prune Flavour
(1,2მგ + 0,6მგ) საწუწნი ტაბლეტი ქლიავის არომატით №24
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ოლოსფერი (ჟოლოს არომატით), ნარინჯისფერი (ფორთოხლის არომატით) ან ღია ყვითელი ფერის (თაფლისა და ლიმონის არომატით), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, საწუწნი ტაბლეტები;
შემადგენლობა
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2.4-დიქლორბენზილის სპირტს – 1.2 მგ, ამილმეტაკრეზოლს – 0.6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი და საღებავი Azorubine (E 122) (ლივ-ანგინი ჟოლოს არომატით), ფორთოხლის არომატიზატორი და საღებავი Sunset Yellow FCF (E 110) (ლივ-ანგინი ფორთოხლის არომატით), თაფლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი და საღებავი Quinoline Yellow (E 104) (ლივ-ანგინი თაფლისა და ლიმონის არომატით).
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საწუწნი ტაბლეტები, 1.2 მგ / 0.6 მგ.
4 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 4 სტრიპი მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური საშუალება. ათქ-კოდი: R02AA20.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლივ-ანგინი პირის ღრუსა და ყელის ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ლორწოვანი გარსის სიცივის რეცეპტორების სტიმულაციის გზით, იგი ადგილობრივად ავლენს საანესთეზიო თვისებებს; in vitro ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდის პროცესს, რაც განპირობებულია მიკრობული უჯრედის კედლის შემადგენლობაში შემავალი ცილის კოაგულაციით; ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, ამცირებს შეშუპებას, ყელის ტკივილს, აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ხასიათდება კარგი ამტანობითა და სასიამოვნო გემოთი.
ფარმაკოკინეტიკა
მონაცემები ლივ-ანგინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს, რადგან პრეპარატი ხასიათდება ძალიან მცირე სისტემური აბსორბციით.
ჩვენებები
ლივ-ანგინი გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის სიმპტომური მკურნალობისათვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში): ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი (მათ შორის, პროფესიული ხასიათის), გინგივიტი, სტომატიტი, რძიანა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს ლივ-ანგინის 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში (მოზრდილები) ან ყოველ 4 სთ-ში (ბავშვები) ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ლივ-ანგინი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლივ-ანგინსა და სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებებს შორის არ გამოვლენილა.
ჰიპერდოზირება
მცირე სისტემური აბსორბციის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.
ორსულობა და ლაქტაცია
ლივ-ანგინის უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას დადგენილი არ არის, თუმცა უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
გამოყენების თავისებურებები
თუ დაავადება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, რთულდება მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა სიმპტომებით, საჭიროა ექიმის მიერ მკურნალობის სქემის გადახედვა.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 1.52 გ შაქარს და 0.95 გ გლუკოზას.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სტრეპსილს® პლუსი
Strepsils® Plus
ტაბლეტი #24
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით
Taicold Lor Orange Flavour
(1,2მგ + 0,6მგ + 100მგ) საწუწნი ტაბლეტი C ვიტამინით ფორთოხლის არომატით №24
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.