მონოგრაფია Nº 01784 ურეცეპტო
ლევომიცეტინი-EM
LEVOMICETIN-EM
0.25% 10 მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- Chloramphenicol
- მწარმოებელი
- ევრომედიკალი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტიბიოტიკები
- იმპორტიორი საქართველოში
- ევრომედიკალი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Chloramphenicol. ჯერ ყველაზე იაფი.
ლევომიცეტინი
0.25% წვეთები თვალის №1 5მლ
ლევომიცეტინი
500მგ ტაბლეტი №10
ლევომიცეტინი
LAEVOMYCETIN
500მგ ტაბლეტი #10
ლევომიცეტინი
Levomycetin
500 მგ ტაბლეტი №10X10
სინტომიცინი
Syntomycin
10% 25გ ლინიმენტი ალუმინის ტუბში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევომიცეტინი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების (ჩირქოვანი ინფექციების, მენინგოკოკუი ინფექციების გამომწვევების, ჰემოფილური ბაქტერიების და სხვა), რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების, ზოგიერთი მსხვილი ვირუსის მიმართ. ლევომიცეტინი მოქმედებს ბაქტერიების იმ შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდების მიმართ. პრეპარატი სუსტ აქტივობას იჩენს მჟავა გამძლე ბაქტერიების, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ. ლევომიცეტინი მიკროორგანიზმების უჯრედში არღვევს ცილების სინთეზს. თერაპიულ კონცენტრაციებში იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატიკული ეფექტით. მიკროორგანიზმების მდგრადობა პრეპარატის მიმართ ვითარდება შედარებით ნელა და როგორც წესი არ ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
თვალში ჩაწვეთების შემდეგ ხდება ლევომიცეტინის ადგილობრივად შეწოვა. თერაპიული კონცენტრაციით გროვდება რქოვანაში, თვალშიდა სითხეში, თვალის ფერად გარსზე, მინისებრ სხეულში. თვალის ბროლში (ლინზა) სამკურნალწამლო საშუალება ვერ აღწევს.
ჩვენებები
თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ:
- კონიუქტივიტი
- ბლეფარიტი
- ბლეფაროკონიუქტივიტი
- კერატიტი
- კერატოკონიუქტივიტი
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ.
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
შენახვის პირობები
ინახება 8 - 15oC ტემპერატურაზე. მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II, გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
მეკოლ- ბორიმედი
40გ მალამო 1 ტუბი №1
ცერვუჟიდი
Cervugid
N12 სანთელი(პესარია)
ბაუმე
BAUME
ყურის წვეთები 5მლ ფლაკონი # 1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.