მონოგრაფია Nº 04263 ურეცეპტო
ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი)
Leptospermusan (Naturopath)
წვეთები 30 მლ
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Leptospermium scoparium D1-ს; HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი
ჩვენებები
– ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები
– ანთება, როგორიცაა სამწვერა ნერვის ნევრალგია, ირიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა გაცივება, ხმის ჩახლეჩა
– ზოგადი დამამშვიდებელი მიზნით, ძილის დარღვევები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, პილოროსპაზმი, ყაბზობა, კოლიტები
თვისებები
ველური სახეობის Leprospermium scoparium-ი ანუ `მანუკა~, ჩაის ხე ახალ ზელანდიაში მზარდი ბუჩქია, რომელიც ცნობილი გახდა პოლინეზიის სამკურნალო წამლების არსენალიდან. ფოთლები, ქერქი და თესლისგან დამზადებული პრაპარატები გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების, უპირველესად კი დიზენტერიისა და დიარეის სამკურნალოდ. სხვა მურტისებრი მცენარეების მსგავსად, Leprospermium scoparium-ი შეიცავს ანტიბაქტერიული
თვისებების მქონე ეთერზეთებს. არსებობს მონაცემები კომპონენტ Leptospermon-ის ანტიჰელმინთური თვისებების შესახებ. სხვა ფარმაკოლოგიური აქტიური კომპონენტები ისეთი მთრიმლავი ნივთიერებებია, როგორიცაა უჩვეულო ფლავონოიდები.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში მიიღება 5 წვეთი ყოველ 30-60 წუთში ერთხელ, დღეში არაუმეტეს 12-ჯერ.
მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმის და ღვიძლის დაავადებების დროს Leptospermusan წვეთების, შემადგენლობაში სპირტის შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ მითითებები შეიცავს 70 % სპირტს (ეთანოლს)
გამოშვების ფორმები
წვეთები 30 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.