8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04253 ურეცეპტო

ლატენსინ D6 კაფსულები (ნატუროპათი)

Latensin D6 (Naturopath)

5 კაფსულა

მწარმოებელი
SANUM, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
SANUM
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: 300 მგ Bacillus cereus M.U. 345a*(DSM 5194) D4/D6. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

02

ჩვენებები

ყველა ქვემწვავე და ქრონიკული დაავადება:

– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტები, ბრონქიტი, ასთმური ბრონქიტი

– რევმატიული ხასიათის სიმპტომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები

– კანის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი

– ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი

– კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება

– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევა

– ბაზედოვის დაავადება

თვისებები

Latensin-ი წარმოადგენს არაპათოგენური Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194)-ის სუსპენზიას, რომელიც ცილების, პოლისაქარიდების და ფერმენტების შემცველობის გამო, ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმის დაცვითი ძალების მნიშვნელოვან აქტივაციას იწვევს. იმუნოლოგიურ ტესტებით დადგინდა

გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება. გარდა ამისა, T-ლიმფოციტების პროლიფერაციის

ძლიერი ზრდა Latensin-ს ახასიათებს, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორს. დოზირება მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობას ატარებენ საშუალო დოზით, რომელიც ყოველ 2 კვირაში 1 კაფსულის

მიღებას შეესაბამება. ჩვეულებრივ იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობისას ან სუსტი რეაქციის დროს შესაძლებელია D4 პოტენციაზე გადასვლა და/ან შესაძლოა უფრო ხანმოკლე ინტერვალებით დაინიშნოს, არაუმეტეს კვირაში ორჯერ, თითო კაფსულა.

03

მიღების წესი და დოზირება

კაფსულები მიიღება დილით უზმოზე, ერთ ყლუპ წყალთან ერთად, რის შემდეგაც 3-4 საათის განმავლობაში საჭიროა საკვების და სითხეების მიღებისაგან თავის შეკავება. ქრონიკული პათოლოგიების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება 6-9 თვემდე, ამის შემდეგ მკურნალობაში მრავალთვიანი პაუზა

უნდა გაკეთდეს, იმუნური სისტემის ადაპტაციისათვის.

გვერდითი მოქმედებები

Latensin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ანთების კერების აქტივაცია, რომელიც თავისთავად, სპეციალური მკურნალობის გარეშე სწრაფად გადის. ეს რეაქცია შეიძლება განვიხილოთ, არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლენა.

უკუჩვენებები ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

სხვა მედიკამენტებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვაქცინაციის ჩატარების დროს Latensin-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დავიცვათ 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოსუპრესიული პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ

შესაძლოა Latensin-ის ეფექტურობა შეამციროს. მითითებები გამაღიზიანებელი დოზის შესამჩნევ ზღვარზე ქვემოთაც კი, Latensin-ი შესანიშნავი საშუალებაა ეგრეთ წოდებული `პარატუბერკულოზის~და ყველა იმ დაავადების დროს, როდესაც კვანძები წარმოიქმნება. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.

გამოშვების ფორმები

შეფუთვაში 5 კაფსულა

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.