მონოგრაფია Nº 04252 ურეცეპტო
ლატენსინ D6 ამპულები (ნატუროპათი)
Latensin D6 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
Latensin D6
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194) D4 და შესაბამისად
D6-ის 1 მლ წყალხსნარს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი
ჩვენებები
ყველა ქვემწვავე და ქრონიკული დაავადება:
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, სინუსიტები, ბრონქიტი, ასთმური ბრონქიტი
– რევმატიული ხასიათის სიმპტომები და სახსრების ქრონიკული დაავადებები
– კანის ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ქრონიკული დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი
– ნაწლავის დაავადებები, როგორიცაა კოლიტი
– კუჭის ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევა
– ბაზედოვის დაავადება
თვისებები Latensin-ი წარმოადგენს არაპათოგენური Bacillus cereus M.U. 345a* (DSM 5194)-ის სუსპენზიას, რომელიც ცილების, პოლისაქარიდების და ფერმენტების შემცველობის შედეგად ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს ორგანიზმის დაცვითი ძალების მნიშვნელოვან აქტივაციას იწვევს. იმუნოლოგიურ ტესტებში დადგინდა გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება. გარდა ამისა, თ-ლიმფოციტების პროლიფერაციის
ძლიერი ზრდა Latensin-ს ახასიათებს, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორს. დოზირება მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობას ატარებენ საშუალო დოზით, რომელიც ყოველ 2 კვირაში 1 მლ-იანამპულას შეესაბამება. ჩვეულებრივ, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობის ან სუსტი რეაქციის შემთხვევაში შესაძლებელია D4 პოტენციაზე გადასვლა და ინექციების გაკეთება უფრო ხანმოკლე ინტერვალებით. ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც ცხელების გარეშე ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება,
პიკნიკური კონსტიტუციის ადიპოზურ ავადმყოფებში უფრო დაბალი დოზები გამოიყენება. ასთენიური კონსტიტუციის, დაჩირქებების, ფისტულების მქონე პაციენტებს უფრო ძლიერი დოზა ესაჭიროება.
ძლიერი რეაქციის დროს მკურნალობა შესაძლოა კაფსულების დოზირება მიღების სახით გაგრძელდეს. ეს იმ შემთხვევებშიც შეიძლება მოხდეს, როდესაც პარენტერული მკურნალობა უკუნაჩვენებია.
მიღების წესი და დოზირება
ერთი ამპულის შიგთავსი ინექციით კეთდება კუნთში ღრმად, წოლით მდგომარეობაში, როგორც წესი, დუნდულა კუნთში. ქრონიკული პათოლოგიების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება 6-9 თვემდე, რის შემდეგაც აუცილებელია მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციისათვის.
გვერდითი მოქმედებები
Latensin-ი ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში ინექციის ადგილზე აღინიშნება სიწითლე, რომელიც სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად სწრაფად ქრება. ასეთი რეაქცია შეიძლება შევაფასოთ არა როგორც გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც მისი ეფექტურობის გამოვლენა უკუჩვენებები ცხელება, დასუსტებული მდგომარეობა
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან და ვაქცინებთან შეუთავსებლობა ცნობილი არ არის. ამის მიუხედავად, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვაქცინაციის ჩატარებისას უნდა დავიცვათ Latensin-ით მკურნალობის დაწყებამდე 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოსუპრესიული პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ
შესაძლოა Latensin-ის ეფექტურობა შეამციროს. მითითებები Latensin-ი შესანიშნავი საშუალებაა ეგრეთ წოდებული `პარატუბერკულოზისა~ და ყველა იმ დაავადების დროს, როდესაც კვან-ძები წარმოიქმნება.
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.