8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04236 ურეცეპტო

ლარიფანი ლარინგო პიტნით და ლაიმით

Larifan laryngo

ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი

ლარიფანი ლარინგო პიტნით და ლაიმით, ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი
მწარმოებელი
ლარიფანი, ლატვია
იმპორტიორი საქართველოში
ლარიფანი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ლარიფანი ლარინგო პიტნით და ლაიმით

  • ლარიფანი - ორსპირალური რნმ - ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.
  • პიტნა - მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი შემადგენელი კომპონენტია მენთოლი. გარდა ამისა, პიტნის ფოთლები უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ შენაერთებსა და სხვადასხვა მჟავას. გამოხატული აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური მოქმედება. გამოიყენება სურდოს, ხახის კატარული ანთების, ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს.
  • ლაიმი - გამოხატული აქვს ანტისეპტიკური, ანტივირუსული, ბაქტერიციდული, შემახორცებელი, აღმდგენი მოქმედება. ხშირად იყენებენ ლიმონის ნაცვლად, რადგან მსგავსი მოქმედებისაა. გამოიყენება გრიპის, გაციების, ყელის ტკივილის მკურნალობაში.

ლარიფან ლარინგო - უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი - საწუწნი აბების სახით

  • ანტივირუსული მოქმედება
  • ანტიმიკრობული მოქმედება
  • მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
  • აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს
  • ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის

ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის

02

ჩვენებები

  • ყელის ტკივილი
  • გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)
  • გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება
  • პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები
03

მიღების წესი და დოზირება

ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.

უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.