მონოგრაფია Nº 04233 ურეცეპტო
ლარიფანი ლარინგო - ფიჭვის გირჩის სიროფით
Larifan laryngo
ჟელეს მაგვარი საწუწნი აბი
- მწარმოებელი
- ლარიფანი, ლატვია
- იმპორტიორი საქართველოში
- ლარიფანი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ლარიფანი ლარინგო - ფიჭვის გირჩის სიროფით
- ლარიფანი - ორსპირალური რნმ - ააქტივებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს, აღადგენს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ებრძვის ანთებით პროცესებს პირის ღრუსა და ხახაში, გამოხატული აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იცავს ორგანიზმს ინფექციის გავრცელებისგან.
- ფიჭვის გირჩის სიროფი - ძლიერი ამოსახველებელი, მუკოლიზური და მუკოკინეტიკური საშუალებაა. ააქტიურებს ინტერფერონის სინთეზს, გამოხატული აქვს ანტიმიკრობული, შემახორცებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ფიჭვის გირჩები მკვეთრად გამოხატული ბაქტერიოციდული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების გამო მოსახლეობაში ცნობილია როგორც „ბუნებრივი ანტიბიოტიკი“.
ლარიფან ლარინგო - უნიკალური ბუნებრივი იმუნომოდულანტი - საწუწნი აბების სახით
- ანტივირუსული მოქმედება
- ანტიმიკრობული მოქმედება
- მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება
- აღადგენს და ინარჩუნებს ადილობრივ იმუნიტეტს
- ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის
ბუნებრივი და უსაფრთხო საშუალება პირის ღრუს და ყელის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის
ჩვენებები
- ყელის ტკივილი
- გინგივიტი, სტომატიტი (მათ შორის აფთოზური)
- გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
- რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება
- პირის ღრუს წყლულოვან-ეროზიული პროცესები
მიღების წესი და დოზირება
ერთი ლარინგო დღეში 3-5ჯერ გასაწუწნად. 3-5 დღის მანძილზე.
უსაფრთხოა ბავშვებსა და ორსულებში.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.