მონოგრაფია Nº 01689 ურეცეპტო
კეტოტიფენი
KETOTIFEN
1 მგ ტაბლეტი #20
დან6.31 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოტიფენი (Ketotifen)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სისტემური მოქმედების მედიკამენტები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0.001გ · 0.001გრ · №30
-
ავერსი
კეტოტიფენი 0.001გ #30ტ (ბულ)
0.24 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.25 ₾
1მგ · 0.001გრ · №30
-
PSP
კეტოტიფენი - Ketotifen 0.001გ 30 ტაბლეტი
0.24 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗7.28 ₾
1მგ · №30
-
GPC ყველაზე იაფი
კეტოტიფენი ტაბლეტი 1მგ #30
0.21 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.31 ₾
7.42 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
კეტოტიფენი ტაბლეტი 1მგ #30
0.21 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗6.31 ₾
7.42 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოტიფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტოტიფენი
1მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 125მლ
მენი-დროპსი
0.25მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
კეტოტიფენი სოფარმა
KETOTIFEN SOPHARMA
0.2 მგ/მლ 125მგ სიროფი ფლაკონი #1
კეტოტიფენი სოფარმა
KETOTIFEN SOPHARMA
1მგ ტაბლეტი # 30
მონტოფი
MONTOF
0.001გ ტაბლეტი #50
სოსეფენი
SOSEFEN
2მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები ფლაკონში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
კეტოტიფენის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კეტოტიფენის 1 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კეტოტიფენი ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატია. ახასიათებს ანტიჰისტამინური და ანტიანაფილაქსიური თვისებები. მისი მოქმედება დამყარებულია ჰისტამინის, ლეიკოტრინების, ანაფილაქსიის ნელა მოქმედი სუბსტანციის გამოთავისუფლების ინჰიბირებაზე, სასუნთქ გზებში ეოზინოფილების დაგროვების დათრგუნვაზე, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორისა და ალერგენების მოქმედებით გამოწვეული სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობის შემცირებაზე. გარდა ამისა, იწვევს H-1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადას, არ ახასიათებს ანტისეროტონინული და ანტიქოლინერგული აქტივობა. კეტოტიფენი ეფექტურია ბრონქოსპაზმის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ არა როგორც ბრონქოდილატატორი. პრეპარატი თითქმის მთლიანად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და 2-4 სთ-ში სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია. კეტოტიფენი გადადის დედის რძეში.
ჩვენებები
- ბრონქული ასთმის შეტევების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით ალერგიული გენეზის);
- თივის ცხელებისას ასთმური შეტევების პროფილაქტიკა;
- ალერგიული რინიტისა და დერმატოზების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები - 1 მგ ორჯერ დღეში (დილა-საღამოს). საჭიროებისას დასაშვებია დღიური დოზა - 4 მგ. ბავშვები - 0.025 მგ/კგ სხეულის წონაზე, ორჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთა წონა მეტია 25 კგ-ზე ინიშნება 1 მგ ორჯერ დღეში. პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - ძილიანობა, პირის ღრუს სიმშრალე, მსუბუქი თავბრუსხვევა, ფსიქიკური რეაქციების შენელება, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება. იშვიათად - დისპეფსიური მოვლენები, მადის გაძლიერება, წონის მატება.
უკუჩვენებები
კეტოტიფენისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
კეტოტიფენის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით. პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში. მიზანშეწონილი არ არის ბრონქული ასთმითა და ბრონქოსპასტიური სინდრომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის სწრაფი მოხსნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სისტემატურად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. თრომბოციტოპენიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი არ ინიშნება პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად. კეტოტიფენი აძლიერებს ძილისმომგვრელი, ანტიჰისტამინური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ჯი-ემ-პი
შენახვის პირობები
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 000744 11.11.2005
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.