მონოგრაფია Nº 01667 Rx · რეცეპტით
კაპიდინი
Kapidin
10მგ ტაბლეტი №30
- მოქმედი ნივთიერება
- ლერკანიდიპინი (Lercanidipine)
- მწარმოებელი
- Zentiva, ჩეხეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კალციუმის არხების ბლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- Zentiva
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლერკანიდიპინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ზანიდიპ-რეკორდატი
10მგ ტაბლეტი №28
ლაპრესი
LAPRESS
10მგ ტაბლეტი № 28
ლერკანიდიპინი შტადა 10მგ
Lercanidipino STADA
10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
ლერკანიდიპინი შტადა 20მგ
Lercanidipino STADA
20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
ზანიდიპი
ZANIDIP
20მგ ტაბლეტი, 10მგ ტაბლეტი
ლერკამენი® 10
Lerkamen® 10
10მგ ტაბლეტი #28
კორიპრენი
CORIPREN
10მგ+10მგ ტაბლეტი #28
ლერკამენი® 20
lerkamen-20
20მგ ტაბლეტი #28
ლაპრესი
LAPRESS
20 მგ ტაბლეტი № 28
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ლერკანიპიდინი . . . . . . . . . 10 მგ
1 ტაბ.
ლერკანიპიდინი . . . . . . . . . 20 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი. დიჰიდროპირიდინის რიგის წარმოებული.
ჩვენებები
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება
10 მგ დღე-ღამეში ერთხელ, საკვების მიღებამდე არანაკლებ 15 წუთით ადრე, მიზანშეწონილია – დილით. მიღებული თერაპიული ეფექტის შეასაბამისად, შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მგ-მდე. თერაპიულ დოზას არჩევენ თანდათანობით, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის გაზრდა 20 მგ-მდე ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - პერიფერიული შეშუპება, სისხლის ნაკადის მომატების შეგრძნება სახის არეში, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის დაქვეითება, სტენოკარდია, ასთენია, დაღლის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ღვიძლის ფერემენტების აქტივობის შექცევადი მომატება, ღრძილების ჰიპერპლაზია.
უკუჩვენებები
ქრონიკული გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, არასტაბილური სტენოკარდია, აორტის სტენოზი, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 1 თვე, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციათა გამოხატული დარღვევები, ლაქტოზის აუტანლობა, გალაქტოზემია, გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი, ორსულობა, ლაქტაცია, რეპროდუქტიული ასაკის ქალები, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ადექვატურ მეთოდებს, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და დიჰიდროპირიდინის რიგის სხვა წარმოებულების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კეტოკონაზოლთან ან იტრაკონაზოლთან; მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან (როგორიცაა ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი); ანტივირუსულ პრეპარატებთან, ციკლოსპორინთან ერთად.
გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი აძლიერებს ლერკანიდიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლერდაპრილი
20მგ+10მგ ტაბლეტი №30
ელირნო
elyrno
10მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
ელირნო
Elyrno
20მგ/10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.