8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04163 ურეცეპტო

კა (K) სტარტი წვეთები

K START drops

ორალური მიცელარული წვეთი 17 მლ ნეიტრალური არომატით №1

კა (K) სტარტი წვეთები, ორალური მიცელარული წვეთი 17 მლ ნეიტრალური არომატით №1
მოქმედი ნივთიერება
Phylloquinone
მწარმოებელი
BIOTRADING, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
FARDI MEDICALS
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ვიტამინი K1 - ფილოქინონი

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

კა (K) სტარტი წვეთები - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური წვეთია, რომლის მოქმედებაც მიმართულია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენის პრევენციისკენ ორგანიზმში ვიტამინი K1 ბალანსის რეგულირების ხარჯზე

ვიტამინი K1 - ფილოქინონი - აქტიურად მონაწილეობს სისხლის შედედების ვიტამინ K დამოკიდებული ფაქტორების (II, VII, IX, X) წარმოქმნაში და ხელს უწყობს სისხლის შედედების პროცესს

ასევე მონაწილეობს ანტიკოაგულაციური C და S პროტეინების წარმოქმნაში და არეგულირებს კოაგულაციის პროცესს

მეტაბოლიზმი: ვიტამინი K1 შეიწოვება აქტიური ტრანსპორტირებით წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში, ლიმფური სისტემის მეშვეობით აღწევს ღვიძლში და გროვდება მასში, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დახმარებით ნაწილდება ყველა ქსოვილში, იშლება და სწრაფად გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად მეტაბოლიტების სახით. ვიტამინი K1- ფილოქინონის ნახევარგამოყოფის პერიოდია 30 სთ

03

ჩვენებები

· ახალშობილობის პერიოდი (1-7 დღე) ინტრაკრანიალური, გასტროენტეროლოგიური და კანქვეშა ჰემორაგიის პრევენცია

· ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი

· ტონზილექტომიის და პოლიპექტომიის შემდგომი სისხლდენის პრევენცია

· ონკოლოგიურ პაციენტებში ქიმიოთერაპიის შემდგომ განვითარებული სისხლდენის პრევენცია

04

მიღების წესი და დოზირება

0 -1 წლ: 1 წვეთი 1Xდღეში

1-3 წლ: 6 წვეთი 1Xდღეში

3-8 წლ: 10 წვეთი 1 X დღეში

8-13 წლ: 12 წვეთი 1 X დღეში

13 წლიდან: 15 წვეთი 1 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად დღის ნებისმიერ მომენტში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

05

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ

06

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ორალური მიცელარული წვეთი 17 მლ ნეიტრალური არომატით №1, თვითოეული წვეთი 5 მკგ ( K1) ექვივალენტურია

07

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.