მონოგრაფია Nº 01633 Rx · რეცეპტით
იოდომარინი® 200
Iodomarin® 200
200მკგ ტაბლეტი #100
დან14.20 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კალიუმის იოდიდი (Potassium iodide)
- მწარმოებელი
- BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბერლინ-ხემი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
იოდომარინი - Iodomarin 200მკგ 100ტაბლეტი
0.14 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗14.20 ₾
16.65 ₾
-
GPC
იოდომარინი ტაბლეტი 200მკგ #100
0.14 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗14.28 ₾
16.80 ₾
-
ფარმადეპო
იოდომარინი ტაბლეტი 200მკგ #100
0.14 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗14.28 ₾
16.80 ₾
-
ავერსი
იოდომარინი 200მკგ #100ტ
0.17 ₾ / ც. × 100
ყიდვა ↗16.70 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კალიუმის იოდიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
Jodbalance
200მკგ ტაბლეტი 100 ტაბლეტი №100
იოდომარინი® 100
Iodomarin® 100
100მკგ ტაბლეტი #100
იოდიქსი
130მგ ტაბლეტი 10 ცალი №10
იოდო ფიქსი
60 ტაბლეტი №60
პოტასიუმ-იუ უკონსრვანტო თვალის წვეთები
10მლ წვეთები №1 10 მლ
იოდბალანსი 100
JODBALANCE 100
100მკგ ტაბლეტი №100
იოდბალანსი 200
JODBALANCE 200
200მკგ ტაბლეტი №100
ინსტრუქცია
ჩვენებები
იოდომარინი® 200 არის ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალება.
იოდომარინი® 200 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგალითად, ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც იოდის არასაკმარისის შემცველობა აღინიშნება ნიადაგში და წყალში, ასევე იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);
- დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში, ასევე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.
უკუჩვენებები
იოდომარინი® 200-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია კალიუმის იოდიდის ან პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატება, რომელსაც თან ახლავს კლინიკური გამოვლინებები.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენიღბული მომატება, რომელსაც თან არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები, დოზირებით 150 მკგ-ზე მეტი იოდი დღე-ღამეში.
- კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქნელი უბნების არსებობა დოზირებით 300-1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი იოდომარინი® 200-ის გამოყენების წინ შემდეგ შემთხვევაში:
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია) მედიკამენტურ მკურნალობაზე, ხოლო იოდის სიჭარბე მას აქვეითებს. ამიტომ ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.
ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შეიწოვს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად არ შეიწოვება, მაგალითად, თიოციანატი, 5 მგ/დლ-ზე მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.
იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმის სტიმულირებას ჯირკვალში ახდენს ენდოგენური და ეკზოგენური თირეოსტატული ჰორმონი (თტჰ).
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი იოდის მაღალი დოზებითა და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.
კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის იოდის მიწოდების უზრუნველყოფა. მაგრამ ორსულობის პერიოდში იოდის პრეპარატებისა და იოდის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ ~სარგებელი/რისკის~ თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს.
- ფარისებრი ჯირკვლის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულების შემდეგ ან იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ ½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.
- იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობის დროს
ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები
½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.
მოზრდილები ახალგაზრდა ასაკში:
1½-2½ ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 300-500 მკგ იოდს.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იოდომარინი® 200 ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი იოდომარინი® 200 მიიღება თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ჩიყვისა და იოდის დეფიციტის პროფილაქტიკის დროს ახალშობილები და ბავშვები:
½ ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100 მკგ იოდს.
მოზარდები და მოზრდილები:
½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ჩვილებისთვის და ბაგის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან (მაგალითად, წვნიანთან) ან სითხესთან ერთად. ტაბლეტები კარგად იხსნება სითხეებში და ამიტომ ასევე შეიძლება გაიხსნას რძეში, წვენში ან ანალოგიურ პროდუქტებში. ტაბლეტების მიღების აღნიშნული წესი განსაკუთრებით რეკომენდებულია ჩვილებში და ბაგის ასაკის ბავშვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
- პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი® 200 მიიღება რეგულარულად რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.
- ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე.
პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ჭარბი დოზით მიღება
პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.
პრეპარატი იოდომარინი® 200-ის დოზის გამოტოვება
პრეპარატი იოდომარინი® 200-ის არასაკმარისი რაოდენობით მიღების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.
იოდომარინი® 200-ის მიღების შეწყვეტა
თუ შეწყვიტეთ იოდომარინი® 200-ის მიღება, მაგალითად, გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, იოდომარინი® 200-საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:
ძალიან ხშირად:10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად: 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
ზოგჯერ: 1 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
იშვიათად: 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს
ძალიან იშვიათად: 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
უცნობია
მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზირება 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში ამის მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ჰორმონწარმომქმნელი კერების არსებობა ფარისებრ ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენს ხანდაზმული ასაკის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის ან გაძლიერების, ასევე ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქნელი უბნების არსებობისას და იოდის დანიშვნისას სადღეღამისო დოზებში, რომელიც აღემატება 150 მკგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.
შენახვის პირობები
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
იოდომარინი® 200 არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე შეფუთვაზე და ეტიკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
იოდომარინი® 200 გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
იოდომარინი® 200-ის შემადგენელი ნივთიერებები პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 262 მკგ კალიუმის იოდიდს, რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, ძირითადი, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
პრეპარატი იოდომარინი® 200-ის აღწერა და შეფუთვა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
ორიგინალ შეფუთვში მოთავსებულია 25, 50 ან 100 ტაბლეტი.
შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.