მონოგრაფია Nº 01630 ურეცეპტო
ინურეკი
Inurek
საღეჭი ტაბლეტი #30
- მოქმედი ნივთიერება
- Vacccinium macrocarpon
- მწარმოებელი
- Farmasierra, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბრიუფარმექსპორტი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საკვები დანამატი-ამერიკული მოცვის (Vaccinium macrocarpon) კონცენტრირებული ექსტრაქტი
საღეჭი ტაბლეტები
ამერიკული მოცვი(Vaccinium macrocarpon) მკვეთრი წითელი ფერის, მჟავე გემოს კენკრაა. მისი ექსტრაქტი საშარდე ტრაქტის ინფექციების პრევენციის ეფექტური საშუალებაა.
ეჭვს არ იწვევს, რომ ანტიბიოტიკები რჩება საშარდე გზების ინფექციების ძირითად სამკურნალო საშუალებად, მაგრამ ხშირია გვერდითი რეაქციები და გართულებები (რეზისტენტობა, ფუნგალური კოლონიზაცია და სხვ), პრევენციული მკურნალობა სასურველია იყოს არა-ანტიმიკრობული, მაგალითად ამერიკული მოცვით. საშარდე ტრაქტის ინფექციების შემთხვევაში, რეკომენდებულია კომბინირებული მკურნალობა ანტიმიკრობული საშუალებებითა და ამერიკული მოცვით.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი: ამერიკული მოცვის კონცენტრირებული ექსტრაქტი
(Vaccinium macrocarpon) შეიცავს 60მგ პროანტოციანიდინს. შემავსებლები: მანიტოლი, იზომალტი, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატი, ვანილის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა და ნეოჰესპირიდინი.
შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება და შემავსებლები თავისუფალია გლუტენისგან და ლაქტოზისგან, ამიტომ გლუკოზის და ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებმა შეიძლება მიიღონ ინურეკი. ინურეკის გამოყენება შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულ პირებს.
მოქმედება
ამერიკული მოცვის პროანტოციანიდინები ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას (მათ შორის Escherichia. coli) საშარდე გზების კედლებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშარდე გზებში პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას. ამერიკული მოცვის გამოყენება უზრუნველყოფს შარდით მათ გამოყოფას და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. ამერიკული მოცვის მოქმედება დოზადამოკიდებულია. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ძლიერია მოქმედება.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია დღეში 1-2 ტაბლეტი 3-6 თვის ან მეტი დროის განმავლობაში. ერთი ტაბლეტის მიღება უმჯობესია საღამოს. ინურეკი არ საჭიროებს წყლის მიყოლებას, რაც ამცირებს ძილის წინ წყლის მიღებასა და ღამით შარდვას.
უკუჩვენებები
უკუჩვენება არ აქვს. არ არის რეკომენდებული ამერიკული მოცვის ვარფარინთან (ანტიკოაგულანტი) ერთად გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები მსუბუქი და იშვიათია (საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების უმნიშვნელო დარღვევები). ამიტომ იდეალურია ხანგრძლივი გამოყენებისათვის საშარდე სისტემის ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ინურეკი გამოდის ხილის არომატის მქონე საღეჭი ტაბლეტების სახით, რაც აადვილებს მიღებას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ყლაპვის გაძნელება. შესაძლებელია წყლის გარეშე მიღება.
ინურეკი – საშარდე სისტემის მორეციდივე ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური და საიმედო საშუალებაა.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.