8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04094 ურეცეპტო

ჰექსატუ სპრეი

Hexatoux sprey

30 მლ მოცულობის ალუმინის ფლაკონი, გამფრქვევი მოწყობილობით. 140 გაფრქვევა

ჰექსატუ სპრეი, 30 მლ მოცულობის ალუმინის ფლაკონი, გამფრქვევი მოწყობილობით. 140 გაფრქვევა
მწარმოებელი
VITROBIO, საფრანგეთი
იმპორტიორი საქართველოში
ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ჰექსატუ სპრეი

ხველებისგან განთავისუფლება

ამ სამედიცინო დანიშნულების საგნის გამოყენება შეიძლება 8 წლიდან

ჰექსატუ სპრეი არის სამედიცინო დანიშნულების საგანი და იგი გამოიყენება ხველების სამკურნალოდ.

02

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 მლ მოცულობის ალუმინის ფლაკონი, გამფრქვევი მოწყობილობით. 140 გაფრქვევა.

03

შემადგენლობა

მცენარეული გლიცერინი, თაფლი, წყალი, ჩD-ციანიდინი (გულყვითელას ექსტრაქტი და პროპოლისი), სელის ზეთი და ევკალიპტის ეთერზეთი.

მოქმედების მექანიზმი:

ჰექსატუ სპრეი წარმოდგენილი არის ჰიპეროსმოსური, აპკის წარმომქმნელი ხსნარის სახით, რომელიც გამოიყენება ხველების სამკურნალოდ. წარმოდგენილი ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტების მოქმედების მექანიზმი დამყარებულია მათ მექანიკურ მოქმედებაზე, კერძოდ ოსმოსზე, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გაიწმინდოს ყელის ზედაპირი და მინიმუმამდე დაიყვანოს რეაქტიული ხველება. ჩარეცხვის ეფექტით ეხმარება ყველა სახის ნაწილაკების მოცილებასა და დრენაჟში, ოსმოსით.

კონტამინაციის (დამაბინძურებელი ) და გამაღიზიანებელი ნაწილაკების შემცირებით, ანოტივებს და იცავს ყელის ლორწოვან გარსს, ჰექსატუ სპრეი სწრაფად ხსნის ხველას, დაძაბულობას და გაღიზიანებას.

04

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება ადგილობრივად, მხოლოდ ორალურად.

  • ფრთხილად შეანჯღრიეთ ფლაკონი, მოხსენით თავი და პირველად გამოყენების შემთხვევაში 1 ან 2-ჯერ გააფრქვიეთ ჰაერში.
  • მიმართეთ სრეი პირის ღრუსკენ
  • დააჭირეთ თითი შესაბამისი ძალით გამფრქვევ მოწყობილობას რათა ხსნარი გამოიფრქვას, 3-4-ჯერ შეისხურეთ, იმ მხარეს სადაც გრძნობთ გაღიზიანებას. დარწმუნდით, რომ სითხე კარგად დაეფინა ყელში ლორწოვან გარსს.
  • რეკომენდაციას გაძლევთ, რომ გამოიყენოთ სპრეი ყოველ 30 წუთში კურსის დაწყების პირველი ორი საათის განმავლობაში და შემდეგ პროცედურა შეგიძლიათ განაგრძოთ შემდეგნაირად - 3-4 შესხურება დღეში, სრულ განკურნებადმე.
  • პროდუქტის გამოყენებიდან 15-30 წუთის განმავლობაში თავი შეიკავეთ ჭამისა და დალევისაგან.

გამოიყენეთ პირდაპირ ყელის მიამართულებით

გაფრთხილება:

  • გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები
  • ეს პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად
  • არ შეისუნთქოთ ჰექსატუს სპრეის გამოყენების დროს
  • არ გამოიყენოთ თუ თქვენ ხართ ალერგიული ამ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თაფლი და პროპოლისი შესაძლოა შეიცავდეს ყვავილის მტვერს და ასევე ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია ევკალიპტის ეთერზეთის მიმართ) ან 7 დღის განმავლობაში არ გაქვთ გაუმჯობესება.
  • მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები მდგრადია ან გაქვთ სასუნთქი გზების ინფექცია
  • ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ თავსახური. რადგან პროდუქტი არის სითხე, შესაძლებელია მისი წვეთები იყოს სპრეის გახსნის დროს
  • მოწმინდეთ წვეთები ქაღალდით ან ბამბით ყოველი გამოყენების შემდეგ.
  • ჩვეულებრივი დოზის გამოყენების დროს ადამიანის ორგანიზმში ხვდება არა უმეტეს 2 გ შაქარი.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას

შეინახეთ ოთახის ტემპერაურაზე და არ შეინახოთ მაცივარში.

არ გამოიყენოთ თუ ფლაკონი დაზიანდა, და თუ გავიდა 30 დღე პირველი გამოყენებიდან.

05

გვერდითი მოვლენები

ზოგადად ჰექსატუ სპრეის არ აქვს გვერდითი ეფექტები და არ არის საშიში, თუ პაციენტი გადაყლაპავს მას.

მისი გამოყენება შეუძლიათ ზრდასრულებს და ბავშვებს 8 წლიდან ჩვენების შესაბამისად.

თუ თქვენ იგრძენით, რომ პროდუქტის გამოყენებისას განგივითარდათ ალერგიული რეაქციები, მაშინათვე შეწყვიტეთ გამოყენება და სუფთა წყალი გამოივლეთ პირში.

პროდუქტის გამოყენების უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის შესწავლილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ ამ პროდუქტის გამოყენებას ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.