მონოგრაფია Nº 01544 ურეცეპტო
ჰეპარინის მალამო
Heparini ungventum
გარეგანი გამოყენების მალამო 25გ
დან4.19 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- heparin sodium (Heparin)
- მწარმოებელი
- შტადა, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
ჰეპარინის მალამო - Heparin Ointment 25გ
ყიდვა ↗4.19 ₾
4.90 ₾
-
PSP
ჰეპარინი - Heparini მალამო 25გ
ყიდვა ↗4.95 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: heparin sodium. ჯერ ყველაზე იაფი.
ვეგატონი გელი
100სე/გ გელი 1 ტუბი №1
ლიოტონი 1000® გელი
Lioton 1000® gel
100 000 ს.ე./100გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ჰეპარინი
5000სე/1მლ ხსნარი საინექციო ფლაკონი №1 5მლ
აკურინი
5000სე/მლ ხსნარი 10 ფლაკონი №10 5 მლ
თრომბლესი
Thrombless
1000სე/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ჰეპარინის მალამო შეიცავს (100 გ გაანგარიშებით) 10.000 სე ჰეპარინს, 4 გ ანესთეზინს, 0,08 გ ბენზილნიკოტინს, 100 გ-მდე ფუძეს.
მალამო წარმოადგენს არაჟნის კონსისტენციის მქონე ერთგვაროვან მასა,თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად. ჰეპარინის მალამო კანზე დატანების შემდეგ ავლენს ზომიერად გამოხატულ ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის თრომბის განვითარებას და გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიური თვისება.
ჩვენებები
- ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ლოკალიზებული ინფილტრატები და შეშუპება;
- ტრავმები და დაჟეჟილობა (მათ შორის კუნთის ქსოვილის, მყესების, სახსრების)
მიღების წესი და დოზირება
მალამოს თხელი ფენა დაიტანება დაზიანებულ უბანზე (0,5-1,0 გ-ის ოდენობით 3-5 სმ დიამეტრის მქონე უბანზე) და ფრთხილად შეიზელენ კანზე.
გარეგანი ჰემოროიდული კვანძის თრომბოზის დროს პრეპარატით გაჟღენთილ ნახვევს უშუალოდ აფიქსირებენ თრომბულ კვანძზე. იგივე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ტამპონი, რომელიც ასევე გაჟღენთილია პრეპარტით, რომელიც შეჰყავთ უკანა ტანში. მალამო შეჰყავთ 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად ანთებითი მოვლენის გაქრობამდე. პრეპარატი საშუალოდ გამოიყენება 3-დან 7 დღემდე. მკურნალობის შედარებით ხანგრძლივი კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ
უკუჩვენებები
ჰეპარინის მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები
ჰეპარინის მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული სისხლდენის დროს, აგრეთვე ღია ჭრილობებსა და ლორწოვან გარსზე, აგრეთვე ჩირქოვანი პროცესების არსებობისას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სისხლძარღვებიდან მომატებული სისხლდენის შემთხვევაში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები იშვიათია სისტემურ სისხლმიმოქცევაში მისი დაბალი შეღწევადობის გამო
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან და ბავშევბისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოთ
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
22.09.2008
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.