მონოგრაფია Nº 01540 Rx · რეცეპტით
ჰეპა-მერცი
Hepa-Merz
5გ/10მლ 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
დან239.00 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ორნითინი (l-ორნითინის l-ასპარტატი) (L-ornithine-L-aspartate)
- მწარმოებელი
- Merz Pharma, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰეპატოპროტექტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5 გ · 10მლ · №10
-
PSP
ჰეპა-მერცი - Hepa-Merz 5 გ 10 მლ 10 ამპულა
23.91 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗239.08 ₾
5გ/10მლ · 10მლ · №10
-
ავერსი
ჰეპა-მერცი 5გ/10მლ 10მლ#10ა
23.90 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗239.00 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ორნითინი (l-ორნითინის l-ასპარტატი). ჯერ ყველაზე იაფი.
ჰეპა-მერცი
500მგ/1მლ ხსნარი საინფუზიო ამპულა №10 10მლ
ლივერსანი
3გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10 5გრ
ჰეპა-მერცი
Hepa-Merz
5გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ამპ. L-ორნითინ L-L ასპარტატი . . . . . . . 500 მგ 5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას
წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L-ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნვენველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში
ჩვენებები
ჰიპერამონიემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია.
ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს- პრეკომა და კომა- კომპლექსურ თერაპიაში).
მიღების წესი და დოზირება
სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1- 4 ამპულა გახსნილი 500მლ საინფუზიო ხსნარში, მაქსიმალური სიჩქარე 5გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.
უკუჩვენებები
თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100მლ-ზე მეტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – მითითებულია შეფუთვაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.