მონოგრაფია Nº 03304 ურეცეპტო
გუნა-რერიო (ემბრიოთერაპია)
GUNA-RERIO (naturopath)
ფლაკონი 30 მლ, დოზატორით
- მწარმოებელი
- GUNA, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- GUNA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ქვირითმყრელი თევზების (Zebra fish genus, Brachidanio Rerio) ემბრიონული ქსოვილების ექსტრაქტი D4
ქვირითმყრელი თევზების (Zebra fish genus, Brachidanio Renio) Embrio-ჰომოგენატებს ემბრიონული ბლასტური განვითარების სამ
ეტაპზე იღებენ და მათ პოტენცირებას D4 განზავებამდე ახდენენ.
ემბრიონული ქსოვილების კომპონენტები, არეგულირებენ უჯრედების დიფერენცირებას ემბრიონული განვითარების პერიოდის
დროს. შეუძლიათ არადიფერენცირებულ სიმსივნურ უჯრედებს განმეორებით `დაასწავლონ~ დაზიანებული უჯრედების კორექციის
უნარი. პრეპარატის გამოყენების მიზანია სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის აქტივაცია განსაზღვრულ გენურ მონაკვეთებზე.
ონკოლოგიაში Embrio-ს გამოყენება ეფუძნება იმ დაკვირვებებს, რომ ემბრიოგენეზის დროს ემბრიონის კონტაქტი კანცეროგენურ ნივ-
თიერებებთან იწვევს დარღვევებს, მაგრამ არასოდეს იწვევს კიბოს, რომელიც გესტაციის მხოლოდ მოგვიანებით სტადიებში ემბრიონის
ნაყოფად გარდაქმნის დროს ვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ არადიფერენცირებული ემბრიონული უჯრედი თავისი განვითარების
ფიზიოლოგიური კურსს მიჰყვება: ფაქტობრივად, იგი ბიოლოგიური წესრიგის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
აღნიშნული კონტროლი ხორციელდება განსაზღვრული გენებით კოდირებული, მარეგულირებელი ნივთიერებების – ონკოპრესორების
საშუალებით. ონკოპრესორები მაქსიმალურ აქტივობას ავლენენ ემბრიონულ პერიოდში, რაც ფეტოონკოგენური გენების მაქსიმალურ დათრგუნვას ემთხვევა.
სიმსივნური უჯრედი კი, პირიქით, ის უჯრედული ფორმაა, რომელიც რეგრესირებს დიფერენცირებულიდან პრიმიტიულ დედიფერენცირებულ ფორმად. ამ ფაზაში ონკოგენები სრულ ექსპრესიას ავლენენ, ონკოპრესორები კი მაქსიმალურად ითრგუნება.
მიღების წესი და დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის. 30 წვეთი 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი არანაკლები სამი თვისა. რეკომენდირებულია დრენაჟულ თერაპიასთან – Guna-Lympho, Guna-Matrix, Guna-Cell და GUNA-ს სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.