მონოგრაფია Nº 01448 Rx · რეცეპტით
გლუკოზა
Glucose
40% 10 მლ ამპულა №10
დან3.50 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Glucose
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- დექსტროზასა (გლუკოზას) და ფრუქტოზას ხსნარები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
გლუკოზა - Glucose 5% 500მლ
ყიდვა ↗3.50 ₾
-
GPC
გლუკოზა ხსნარი საინფუზიო 5% 500მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗3.95 ₾
-
ფარმადეპო
გლუკოზა ხსნარი საინფუზიო 5% 500მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗3.95 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 ამპულა (10 მლ) შეიცავს:
გლუკოზას - 4 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავას 0.1 M ხსნარი PH 3.0-4.0-მდე, საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზა ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, ნაწილობრივ ფარავს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგს, რადგან ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს.
გლუკოზის 40% ხსნარი ჰიპერტონულია. ხსნარის ვენაში შეყვანისას მატულობს სისხლის ოსმოსური წნევა, ძლიერდება სითხის გადასვლა ქსოვილებიდან სისხლში, სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ძლიერდება გულის კუნთის კუმშვითი ფუნქცია, ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება დიურეზი.
ფარმაკოკინეტიკა
ქსოვილებში გლუკოზა განიცდის ფოსფორილირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება გლუკოზო-6-ფოსფატი, რომელიც აქტიურად ერთვება ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები
ჰიპოგლიკემია, ინფექციური დაავადებები, ჰეპატიტი, ღვიძლის დისტროფია და ატროფია, ტოქსიკოინფექციები, ინტოქსიკაციები (ნარკოტიკებით, ნახშირჟანგით, დარიშხანით, ფოსგენით მოწამვლა), შოკი, კოლაფსი. 40% გლუკოზის ხსნარი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცვლელი და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. გამოიყენება ვენაში შესაყვანი სამკურნალო საშუალებების ხსნარების მოსამზადებლად.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში, ნელა, 10-15 მლ ერთჯერადად. მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 250 მლ. გლუკოზის სრული და სწრაფი ათვისებისათვის კანქვეშ შეიძლება ინსულინის შეყვანა: 1 ერთეული 4-5 გ გლუკოზაზე.
გვერდითი მოვლენები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია იონური ბალანსის დარღვევა, ჰიპერგლიკემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. სხვა: ციება.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად - შეყვანის ადგილას გაღიზიანება, ინფექციის განვითარება, თრომბოფლებიტი.
უკუჩვენებები
ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლაქტაციდემია, ჰიპერჰიდრატაცია, გლუკოზის უტილიზაციის პოსტოპერაციული დარღვევები, ტვინის ან/და ფილტვების შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპეროსმოლარული კომა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია გამოიყენება ჩვენებების მიხედვით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის (ოლიგოანურია), ჰიპონატრემიის დროს.
ჭარბი დოზირება
დიდი დოზით გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, ასევე ელექტროლიტებისა და სითხის ცვლის დარღვევა, ჰიპოკალემიის, ჰიპომაგნემიის, ჰიპოფოსფატემიის ჩათვლით.
პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა პრეპარატებტან კომბინირებისას საჭიროა შეთავსების ვიზუალური კონტროლი (შესაძლოა უხილავი ქიმიური ან თერაპიული შეუთავსებლობა).
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ზამთარში ტრანსპორტირებისას დასაშვებია გაყინვა.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
№ რ - 002477
25.04.2007 - 25.04.2012
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.