8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01434 ურეცეპტო

ჟენშენი

GINSENG

350მგ კაფსულა N24

მოქმედი ნივთიერება
Ginseng
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიტოპრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Ginseng. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს
Panax Ginseng radicis extractum sicc.
(ჟენშენის ძირების მშრალი ექსტრაქტი) 3 : 1 350 მგ
(სტანდარტიზებული 21 მგ გინსენოზიდებზე)

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მაისის სახამებელი, კოლოიდური უწყლო კოლოიდური უწყლო კაჟბადი მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

ათქ კოდი
A13A

02

ზოგადი დახასიათება

მოშავო-მოყვითალო ფერის კაფსულები, შევსებული მოყვითალო-მოყავისფრო ჰიგროსკოპიური ფხვნილით, თეთრი ფერის ხილული ნაწილაკებით.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჟენშენის კაფსულები ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამაღლებენ შრომისუნარიანობას.

05

ჩვენებები

ჟენშენის კაფსულები გამოიყენება:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობებისას
  • ხანგრძლივი და/ან მომატებული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვებისას
  • ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.
06

უკუჩვენებები

ადრე გამოვლენილი მომატებული მგრძნობელობა ჟენშენის ექსტრაქტის ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ნერვული აგზნება, ძილის დარღვევა, ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი, ეპილეფსია, 12 წლამდე ბავშვები.

07

განსაკუთრებული მითითებები

ჟენშენის პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის დღის მეორე ნახევარში ჩაძინების დარღვევის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ჟენშენის პრეპარატები აძლიერებენ სტიმულატორებისა და ანალეპტიკების (კოფეინის, კაფურის და სხვ.) მოქმედებას, წარმოადგენენ იმ საშუალებების ანტაგონისტებს, რომლებიც თრგუნავენ ცეტრალურ ნერვულ სისტემას (მათ შორის, ბარბიტურატებს, ტრანკვილიზატორებს, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს და სხვ.).

09

ორსულობა და ლაქტაცია

ლების ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ამიტომ, ეს კაფსულები რეკომენდებული არ არის ქალებისათვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ გამოვლენილა.

10

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 კაფსულა საუზმის შემდეგ. კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით. რეკომენდებულია ჟენშენის კაფსულების მიღება 4-8 კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორებით ჩატარება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

11

გვერდითი მოვლენები

თერაპიულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ აღინიშნება. გვერდითი მოქმედება ვლინდებოდა, როდესაც გამოყენებული სადღეღამისო დოზები აღემატებოდა 15 გ-ს.
ჟენშენის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ნერვული აგზნების მომატება, არტერიული წნევის მომატება, კანზე გამონაყარი, დიარეა.

ზედოზირება
ჭარბი დოზის მიღებისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მუქი შუშის ფლაკონი 24 კაფსულისა და ჰიდროსორბენტის კაფსულის შემცველობით.

13

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25oC-ზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.