8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01379 Rx · რეცეპტით

გაბაპენტინი

GABAPENTIN

300მგ კაფსულა №500

მოქმედი ნივთიერება
Gabapentin
მწარმოებელი
InvaGen Pharmaceuticals Inc., აშშ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიეპილეფსიური საშუალებები
იმპორტიორი საქართველოში
G P C - ჯენერიკ მედიკამენტები
გაცემის წესი
I ჯგუფი ფორმა N1 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Gabapentin. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატი გაბაპენტინი კაფსულები, USP 300მგ (GABAPENTIN CAPSULES, USP 300 მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გაბაპენტინს.

02

ჩვენებები

ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში;
პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით და მის გარეშე მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მონოთერაპიის სახით;
პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით და მის გარეშე მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დამატებითი საშუალების სახით.

03

მიღების წესი და დოზირება

ინდივიდუალური, ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ნეიროპათიული ტკივილის დროს: საწყისი დოზა – 900მგ/დღ გაყოფილი სამ მიღებაზე. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან მაქსიმალურამდე – 3.6გ/დღ.
პარციალური კრუნჩხვების დროს მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავსვებში ეფექტური დოზა შეადგენს 900მგ-დან 3.6გ-მდე დღეში.

04

გვერდითი მოვლენები

ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ამნეზია, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზია, კრუნჩხვები, რეფლექსების შესუსტება ან გაძლიერება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კბილების შეფერილობის ცვლილება, დიარეა, მადის მომატება, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ანორექსია, გინგივიტი, პანკრეატიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი, ფარინგიტი, ხველა, პნევმონია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, ართრალგია, ძვლების მოტეხილობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაციის გამოვლინება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის შეუკავებლობა.
ალერგიული რეაქციები: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის მაცერაცია, აკნე, ქავილი, გამონაყარი.
სხვადასხვა: პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, იმპოტენცია, ასთენია, სხეულის მასის მომატება, გრიპის მაგვარი სინდრომი, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, ბავშვებში – ვირუსული ინფექცია, შუა ოტიტი.

05

უკუჩვენებები

  • 3 წლამდე ასაკი;
  • მომატებული მგრძნობელობა გაბაპენტინის მიმართ
06

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს გაბაპენტინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის.

07

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ პარციალური კრუნჩხვების მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვითი სტატუსის პროვოცირება. აუცილებლობის შემთხვევაში გაბაპენტინი უნდა მოიხსნას თანდათანობით, არანაკლებ 1 კვირის განმავლობაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას, ასევე ასაკოვან პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექტირება.
მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის მიღებისას სასურველია პაციენტმა თავი შეიკავოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
ანტაციდებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას მცირდება გაბაპენტინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

08

შენახვის პირობები

ინახება 20-25°С ტემპერატურაზე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.