8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01372 ურეცეპტო

ფუტარონი

FUTARON

5გ 1% თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით

დან21.37 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფუტარონი, 5გ 1% თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში საწვეთურით
მოქმედი ნივთიერება
fusidic acid (Fusidic acid)
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ფუტარონი წვეთები თვალის 1% 5გრ ფლაკონი #1

    21.37 ₾

    25.14 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    ფუტარონი წვეთები თვალის 1% 5გრ ფლაკონი #1

    21.37 ₾

    25.14 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    ფუტარონი - Futaron თვალის წვეთები 1% 5გ

  • ავერსი

    ფუტარონი 1% 5გ თვ.წვეთები

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა

თვალის წვეთები

აღწერილობა: ბლანტი ერთგვაროვანი სუსპენზია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

02

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ფუზიდის მჟავა (ჰემიჰიდრატის ფორმით) 10,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, მანიტი, კარბომერი 940, ტრომეტა-მოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: S01AА13

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკრობული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფუზიდის მჟავა – პოლიციკლური სტრუქტურის ანტიბიოტიკი, რომლის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ელონგაციის ფაქტორ G –ის ურთიერთქმედების შედეგად ბაქტე-რიის ცილების სინთეზის ინჰიბირებას. ამ დროს ირღვევა გუანოზინტრიფოსფატების ჰიდროლიზი, რასაც მოსდევს პეპტიდური ჯაჭვის დაგრძელების შეწყვეტა. ფუზიდის მჟავას აქვს ბაქტერიოსტატული, ხოლო ძალიან მაღალ დოზებში ბაქტერიოციდული მოქმედება.

ფუზიდის მჟავა აქტიურია იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც შედარებით ხშირად იწვევენ თვალის ინფექციებს: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae. Enterobacteriaciae da Pseudomonas spp. მდგრადია ფუზიდის მჟავის მოქმედებისადმი.

05

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის სამკურნალო ფორმა წარმოადგენს ბლანტ თვალის წვეთებს, რაც უზრუნ-ველყოფს ხანგრძლივ კონტაქტს კონიუნქტივასთან და ფუზიდის მჟავას საკმარის კონ-ცენტრაციას ცრემლში.

ფუტარონის ერთი წვეთის ერთჯერადად გამოყენებისას 1 და 12 საათში, ცრემლში ფუზიდის მჟავას კონცენტრაცია შეადგენს 15, 7 – 40 მკგ/მლ და 1,4 - 5,6 მკგ/მლ შესა-ბამისად. თვალშიდა სითხეში ფუზიდის მჟავას საშუალო კონცენტრაცია ტოლია 0,3 მკგ/მლ (ერთჯერადი გამოყენებისას), რომელიც ნარჩუნდება არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ამ დროს ფუზიდის მჟავა სისხლის შრატში არ ისაზღვრება.

06

ჩვენებები

თვალის ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნო-

ბიარე მიკროორგანიზმებით:

  • კონიუნქტივიტი;
  • ბლეფარიტი;
  • კერატიტი;
  • დაკრიოცისტიტი.
07

მიღების წესი და დოზირება

ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე საჭიროა თვალის წვეთების შენჯღრევა.

მოზრდილებში და ბავშვებში ფუტარონს აწვეთებენ თითო წვეთს ორივე თვალში (კონიუნქტივალურ პარკში) ყოველ 12 საათში 7 დღის განმავლობაში.

მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა ფუტარონის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან ვიზიტი.

08

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფუზიდის მჟავას ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.

09

გვერდითი მოვლენები

მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციები: ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია, მტკივნეულობა, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივიტის გამწვავება.

10

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი თვალის წვეთების ფორმით არ არის განკუთვნილი თვალშიდა ინ-ექციებისათვის!

მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარა-ტის გამოყენების შეწყვეტა.

არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება ფუტარონის გამოყენების პერიოდში, რადგან მისმა კომპონენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ლინზების დაბინდვა.

პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის გამოყენების შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმკვეთრე, თავი უნდა აარიდონ პოტენციურად საშიში სახის ქმედებებს, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ფუზიდის მჟავა როგორც მიკრობიოლოგიურად, ასევე კლინიკურად ეფექტურია ბაქ-ტერიული კონიუნქტივების მკურნალობისთვის ახალშობილებში, ინიშნება 2-ჯერ დღე-ღამეში.

11

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილება არ არის. შესაძლებელია გამოყენება ექიმის დან-იშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს.

13

ჭარბი დოზირება

ფუზიდის მჟავას თვალის წვეთების ფორმით გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

თვალის წვეთები გამოდის 5 გ პლასტიკურ ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამ-ცავი თავსახურით,.

ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 30 დღის განმავლობაში.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.