მონოგრაფია Nº 04020 ურეცეპტო
ფომეპიკელ D5 ამპულები (ნატუროპათი)
Fomepikehl D5 (Naturopath)
1.0 მლ ამპულა N10 და N50
- მწარმოებელი
- SANUM, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰომეოპათიური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- SANUM
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Fomitopsis pinicola e muribus mycelii D5-ის 1 მლ
წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches
Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი
ჩვენებები
– ინტერმისიური, რემისიული და ნაღვლისმიერი ცხელება, რომელსაც
ახლავს თავის ტკივილი, ყვითლად შელესილი ენა, სიყვითლე
– ხანგრძლივი ღებინება, დიარეა და ყაბზობა
– დიდი წვივის ძვლის ყრუ ან ძლიერი ტკივილი
– ძილის დარღვევა
– პროსტატის ადენომა
თვისებები
უახლესი გამოკვლევების თანახმად, Fomitopsis pinicola-ს პოლისაქარიდების ექსტრაქტები მაღალეფექტური იმუნომოდულატორებია. ამ რთული პოლისაქარიდების გარდა, დადასტურებულია გლიკოპროტეიდების კლასის მაკრომოლეკულების არსებობა, რომლებიც ვაზოდილატაციური და ჰიპოტენზიური მოქმედებით ხასიათდება.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კანქვეშ, კვირაში 2-ჯერ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.